ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

12 კვირა

12 კვირა

თქვენ 12 კვირის ორსული ხართ

 

მე-12 კვირაზე შესაძლებელი იქნება ბიჭისა და გოგოს  გარე სასქესო ნიშნების განსხვავება. თქვენი ბავშვის ხელი ხდება უფრო და უფრო ფუნქციური. ბავშვი იწყებს ცერა თითის მოძრაობას, სხვა თითებისგან განსხვავებითსაშვaილოსნოში თქვენი ბავშვი სწავლობს ჩასუნთქვას და ამოსუნთქვას, მის ფილტვებში კი მოძრაობს ამნიონური სითხე. სითხის არსებობა აუცილებელია, რომ ფილტვებში წარმოიქმნას პატარა საჰაერო ბალიშები - ალვეოლები.

თქვენ შეიძლება შეამჩნიოთ დვრილის გარშემო კანის გამუქება და ძუძუს თავის დიამეტრის გაფართოება. ამ პერიოდში შეიძლება შეამჩნიოთ ყაბზობა. ორსულობის ჰორმონი იწვევს ნაწლავის კუნთების მოდუნებას, პერისტალტიკა ხდება უფრო ნელი და ნაკლებად ეფექტური. ასევე თქვენი მზარდი საშვილოსნო აწვება ნაწლავებს და  აფერხებს მის მოქმედებას.

თქვენი მშობიარობის თარიღი შეიძლება დააზუსტოთ პრენატალური ვიზიტების დროს თქვენი საშვილოსნოს ზომის მიხედვით. თუ არის დიდი განსხვავება თქვენი საშვილოსნოს მოსალოდნელ ზომასა და ფაქტობრივ ზომას შორის, ულტრაბგერითი სურათი შეიძლება გამოყენებული იყოს თქვენი ბავშვის სიგრძის, თავისა და ტანის ზომების დასადგენად

ამ კვირის ბოლოსთვის თქვენი ბავშვი არის საკმაოდ აქტიური და მისი კუნთების შეკუმშვა აღარ არის მექანიკური, მარიონეტი თოჯინას მსგავსი, არამედ ხდება უფრო დახვეწილი და პლასტიური

მე-12 კვირის დასასრული აღნიშნავს ორსულობის მესამე თვის დასასრულს - ერთი სრული ტრიმესტრი, თქვენი ბავშვის მთლიანი გესტაციური დროის ერთი მესამედი.

სურათები

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">