ორსულებისთვის
11 კვირა
თქვენ 11 კვირის ორსული ხართ
პლაცენტა იწყებს ჰორმონების წარმოქმნის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას
ნაყოფმა შეიძლება დაიწყოს ხელების, ფეხებისა და თავის მოძრაობა, პირის გაღება და დახურვა, მაგრამ ის მეტისმეტად პატარაა იმისათვის, რომ მისი მოძრაობა იგრძნოთ.
ბავშვის თირკმელები იწყებენ შარდის გამომუშავებას, რომელიც, გამოიყოფა ამნიონურ სითხეში. თქვენი პატარას ხორხში ჩამოყალიბებას განაგრძობს ხმის იოგები. თუმცა, მას არ შეუძლია გამოსცეს ხმა, სანამ ამნიონურ სითხეს არ ჩაენაცვლება ჰაერი დაბადების შემდეგ. ამ დროისთვის თქვენი ბავშვის ღვიძლს დაწყებული აქვს ნაღვლის გამოყოფა, ხოლო პანკრეასს კი ინსულინის გამომუშავება.
მესამე თვისთვის პლაცენტა უკვე საკმარისად განვითარებულია იმისათვის, რომ შეასრულოს ჰორმონების წარმოქმნის მნიშვნელოვანი ფუნქცია. პლაცენტა იზრდება ბავშვის ზრდასთან ერთად, თუმცა უფრო ნელა. განვითარების ამ ეტაპზე იგი იწონის დაახლოებით 28 გ-ს; დაბადების მომენტისთვის მისი წონაა 448-896 გრამის ფარგლებში.