ახალშობილებისთვის

რეგულარული მენსტრუაციის აღდგენა მშობიარობის შემდეგ
მშობიარობის შემდგომი სისხლნარევი გამონადენი, რომელიც ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე კვირის განმავლობაში, არ არის მენსტრუაცია. რეგულარული მენსტრუალური ციკლის აღდგენა მოხდება მოგვიანებით. ძუძუთი კვების შემთხვევაში მენსტრუალური ფუნქციის აღდგენას სჭირდება უფრო მეტი დრო, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სიხშირით იკვებება ბავშვი და რა ხანგრძლივობით გრძელდება საერთოდ ძუძუთი კვება. მენსტრუალური ციკლის აღდგენის თარიღი ძუძუთი კვების დროს არასტანდარტული და ინდივიდუალურია.
ქალებს, რომლებიც ძუძუთი არ კვებავენ, მენსტრუალური ციკლი აღუდგებათ მშობიარობიდან 4-6 კვირის შემდეგ. მენსტრუაციის აღდგენის შემდეგ ის შეიძლება არ იყოს ისეთივე, როგორც დაორსულებამდე. მენსტრუალური ციკლი შესაძლებელია გახანგრძლივდეს ან შემოკლდეს, იყოს ნაკლებად მტკივნეული.
მშობიარობის შემდეგ ქალის საკვერცხეში კვერცხუჯრედი შესაძლებელია მომწიფდეს მანამ, სანამ აღდგება მენსტრუალური ციკლი. ეს ნიშნავს, რომ ქალი შესაძლებელია დაორსულდეს ამ პერიოდში. ქალი უნდა იყოს ინფორმირებული ამის შესახებ, რათა გამოიყენოს კონტრაცეპციის დამხმარე მეთოდები, თუ არ უნდა დაორსულება.