Advices for pregnants
შარდის საერთო ანალიზი
შარდის საერთო ანალიზი
ფასდება შარდის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები და შარდის ნალექის მიკროსკოპიული შემცველობა.
ანალიზი ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს მინიმუმ 3-ჯერ:
ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირამდე
ორსულობის გინეკოლოგიურ 18-24 კვირას
ორსულობის გინეკოლოგიურ 30-32 კვირას
მშობიარობამდე - ორსულობის გინეკოლოგიურ 36 კვირისთვის - შესაძლოა ჩატარდეს შარდში მხოლოდ ცილების კონცენტრაციის განსაზღვრა.
შარდის საერთო ანალიზი საშუალებას აძლევს ექიმებს შეაფასონ როგორც თავად საშარდე სისტემის - თირკმელების, შარდის ბუშტის - ფუნქციონირება, ასევე ინფორმაციას იძლევა სასქესო ორგანოებში განვითარებული დარღვევების ყველაზე ადრეული გამოვლინებების შესახებ, ამიტომ მას პროფილაქტიკურ კვლევასაც უწოდებენ.