Request appointment

Advices for pregnants

პაპილომა ვირუსი და ორსულობა

პაპილომა ვირუსი და ორსულობა

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)?

ადაიმიანის პაპილომა ვირუსი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. იგი შესაძლოა უსიმპტომოდ მიმდიანარეობდეს და მკურნალობის გარეშეც გაქრეს. ზოგ შემთხვევაში კი შესაძლოა გენიტალუირი კონდილომები (მეჭეჭები)  და საშვილოსნოს ყელის კიბო გამოიწვიოს.

პაპილომა ვირუსის 170- ზე მეტი სახეობა არსებობს. იგი ძირითადად ეპითელიურ უჯრედებში ცხოვრობს. ეპითელიური უჯრედებისგან შედგებ კანი და ლორწოვანი ზედაპირი. სწორედ ამიტომ არის როპ პაპილომა ვირუსთი კანით კანთან კონტაქტით ავადდებიან. ამ ვირუსის 40 მდე სახეობა სქესობრივი გზითაა გადამდები და გენიტალური მეჭეჭების გაჩენას იწვევს. ეს წარმონაქმნები იშვიათად განიცდიან გადაგვარებას ავთვისებიან სიმსივნედ.  მეჭეჭები შესაძლოა სქესობრივი კონტაქტიდან რამდენიმე კვირაში ან თვეში განვითარდეს.

გენიტალური HPV სახეობებიდან საყურადღებოა HPV 16 და 18 რადგან საშვილოსნოს ყელის კიბოების 70 პროცენტი ვირუსის სწორედ ამ სახეობებით არის გამოწვეული.

როგორ ავარიდოთ თავი ადამიანის პაპილომა ვირუსს?

ვინაიდან ეს დაავადება კათი კანთან კონტაქტით გადადის კონდომების თავდაცვის საშუალებას არ წარმოადგენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცის რეკომენდაციიით ყველაზე საიმედო თავდაცვის საშუალება აცრაა. დღესღეისობის სამი სახეობის ვაქცინა არსებობს: ბივალენტური ვაქცინა (Cervarix), ქვადრივალენტური (Gardasil) და 9 ვალენტური (Gardasil 9), რომლებიც შესაბამისად იცავს 16,18; 6,11,16,18;6,11,16,18,31,33,45,52,58 ტიპის HPV ვირუსებისგან. მათ ეფექტურობა და უსაფრთხოება გამოკვლეული და დადასტურებულია მსოფლიო ჯადნაცვის ორგანიზაციის მიერ.

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">