Advices before pregnancy
როდის მივმართოთ რეპროდუქტოლოგს?
უნაყოფობას აქვს მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, დემოგრაფიული და სამედიცინო შედეგები. უშვილობის სერვისებზე მოთხოვნა არსებითად გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ უნაყოფობის გავრცელების სიხშირე სტაბილურია. ეს ფენომენი, სავარაუდოდ, ასახავს ფართო პოპულაციაში უნაყოფობის შესახებ ინფორმირებულობისა და ნაყოფიერების სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წარმატების მაჩვენებლების გაუმჯობესებას.
უნაყოფობის მიზეზია: მესამედში მამაკაცისმიერი ფაქტორები, მესამედში ქალის ფაქტორები და მესამედში როგორც ქალის,ასევე მამაკაცისმიერი ფაქტორები. შესაბამისად რეკომენდებულია, საწყის ეტაპზე ორივე პარტნიორის ვიზიტი რეპროდუქტოლოგთან.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ რეპროდუქტოლოგს. რაც უფრო ადრე შევძლებთ შესაძლო პრობლემების დიაგნოზს, მით უფრო ადრე შევთავაზებთ პაციენტს მკურნალობას და დავეხმარებით დაორსულებაში.უნაყოფობის პირველადი შეფასების დრო დამოკიდებულია ქალის ასაკზე, ასევე ანამნეზში წყვილის რისკ-ფაქტორების არსებობაზე.
უნაყოფობის შეფასება ჩვეულებრივ იწყება:
- თუ 1 წლიანი რეგულარული დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ 35 წლამდე ასაკის ქალებში ორსულობა არ დადგა.
- 6 თვიანი დაუცველი სქესობრივი კონტაქტის შემდეგ 35 წლის და > ასაკის ქალებში არ დადგა ორსულობა.
- შეფასება უფრო ადრე უნდა დაიწყოს 40 წლის და 40 წელზე უფროსი ასაკის ქალებში.უნაყოფობის გავრცელება ზოგადად იზრდება ქალის ასაკის მატებასთან ერთად.
- ნებისმიერ ასაკის ქალში უფრო ადრიანი მიმართვა არის რეკომენდებული არარეგულარული მენსტრუალური ციკლის ან უნაყოფობის ცნობილი რისკ-ფაქტორებისას, როგორიცაა ენდომეტრიოზი, მენჯის ანთებითი დაავადების ანამნეზი, მენჯის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა ან რეპროდუქციული ტრაქტის მალფორმაციების არსებობა.
ასევე მნიშვნელოვანია რეპროდუქტლოგთან ვიზიტი :
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ანამნეზში.
- სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობა ანამნეზში.
- ძლიერი მენსტრუალური ტკივილი.
- განმეორებითი თვითნებითი აბორტი.
- მამაკაცს აქვს სექსუალური დისფუნქცია (გაძნელებულია ერექცია).
- სპერმის ანალიზში პათოლოგიური ცვლილებები.