Advices for pregnants
თმის შეღებვა ორსულობის დროს
კითხვები ორსულობის დროს თმის შეღებვასთან დაკავშირებით საკმაოდ გავრცელებულია. უმეტესობა თმის საღებავში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერება შედის, რაც ბადებს ეჭვს - არის თუ არა მისი გამოყენება უსაფრთხო?
კვლევების თანახმად, ქიმიური ნაერთები რომლებიც თმის საღებავებშია, არ გამოირჩევიან მაღალი ტოქსიურობით. გარდა ამისა, კანი მცირე რაოდენობის ნაერთებს შეიწოვს და ნაყოფამდე კიდევ უფრო ნაკლები მიდის.
მიუხედავად აღნიშნული კვლევის შედეგისა, სასურველია თუ საღებავი იქნება ბუნებრივი და არ იქნება მასში დიდი რაოდენობით ამიაკი.
თმის შეღებვის მსგავსად, ბევრი კითხვა ისმევა ლაზერით თმის მოცილებასთან დაკავშირებით. თეორიულად, ლაზერის სხივები ორსულობის დროს არ უნდა წარმოადგენდეს გართულების მიზეზს, თუმცა ამაზე კვლევა ჯერ არ ჩატარებულა. თმის ლაზერული აპარატით მოშორების დროს მთავარია გაითვალისწინოთ ტკივილის ფაქტორი, თუ მისი გამოყენება მტკივნეულია და სტრესში ხართ, სჯობს სხვა მეთოდს მიმართოთ