Advices for pregnants
სისხლის ანალიზი ჰორმონებზე
ანალიზისას იზომება სისხლის პლაზმაში ორსულობაზე „პასუხისმგებელი“ ჰორმონების კონცენტრაცია.
ანალიზი არ ტარდება ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს, ანალიზის ჩატარების საჭიროება გამოიკვეთება ექიმის მიერ ორსულობის გინეკოლოგიურ 12 კვირის ვადამდე და შემდგომ (ჩვენებების მიხედვით), თუ:
ორსული ქალი მიეკუთვნება რისკ-ჯგუფს: ასაკი 35 წელზე მეტია, წინა ორსულობები მიმდინარეობდა გართულებებით, მათ შორის იყო მკვდრადშობადობა, ნაადრევი აბორტი, სისხლდენა და სხვა,
არსებობს ეჭვი, რომ საშვილოსნოსგარე ორსულობაა ან არ ვითარდება ემბრიონი,
არსებობს ეჭვი, რომ ნაყოფს აქვს გენეტიკური დაავადებები ან განვითარების შეფერხება,
ორსულობა მიმდინარეობს გართულებებით,
ორსულ ქალს ორსულობამდე აღენიშნებოდა ენდოკრინული და გინეკოლოგიური ორგანოების დაავადებები, მოუწესრიგებელი ჰქონდა ჰორმონული ფონი.
კვლევა საშუალებას აძლევს ექიმს დაადგინოს ორსულობის მართვაში მონაწილე ჰორმონების კონცენტრაცია და თავიდან აიცილოს მათი ნაკლებობის (იშვიათად სიჭარბის) მიზეზით განვითარებული ორსულობის სხვადასხვა გართულებები.