Request appointment

Advices for pregnants

რენტგენოლოგიური კვლევა ორსულობის დროს

რენტგენოლოგიური კვლევა ორსულობის დროს

თქვენ შეიძლება გსმენიათ რომ ორსულობისას ჩატარებულმა რენტგენგოლოგიურმა კვლევამ შეიძლება ავნოს თქვენს პატარას. ეს შესაძლოა იყოს მართალი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში რენტგენოლოგიური კვლევის არ ჩატარებამ შესაძლოა თქვენ უფრო გავნოთ ვიდრე თქვენს პატარას რენტგენის სხივმა. გახსოვდეთ ჯანმრთელი დედა ნიშნავს ჯანმრთელ პატარას.

უსაფრთხოა თუ არა რენტგენის (x-სხივების) მიღება ორსულობისას?

ზოგადად, X სხივები (იგივე რენტგენის სხივები) ორსულობისას მიჩნეულია უსაფრთხოდ, მაგრამ ეს საკითხი მაინც სადავოდ ითვლება. ამ თემაზე არსებობს ერთმანეთის საწინააღმდეგო კვლევები და ამიტომ მიჩნეულია რომ რენტგენოლოგიური კვლევა ორსულობისას უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ როცა სარგებელი აღემატება რისკს.

რენტგენოლოგიური კვლევა თქვენს ექიმს აძლევს მნიშვნელოვან და ზოგ შემთხვევაში სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ინფორმაციას რიგი სამედიცინო მდგომარეობების შესახებ. X სხივებს აქვს როგორც სარგებელი ასევე რისკები.

უსაფრთხოა თუ არა ყველა სახის x სხივები ორსულობისას?

ყველა რენტგენოლოგიური კვლევა არ არის ერთნაირი, თუმცა უმეტესობა მათგანს გააჩნია მცირე ზემოქმედება საშვილოსნოზე და განვითარებად ნაყოფზე. მაგალითად სტომატოლოგიურ რენტგენს თითქმის არანაირი ზემოქმედება არ  გააჩნია ორგანიზმზე გარდა კბილებისა. ასევე კვლევა ზემო და ქვემო კიდურებზე, გულმკერდის ღრუზე არ იწვევს პირდაპირი სხივით ზემოქმედებას რეპროდუქციულ ორგანოებზე. თუმცა თუ ვიკვლევთ მუცლის და მენჯის ღრუებს, თირკმელებს არსებობს დიდი შანსი რენტგენის სხივების ზემოქმედებისა საშვილოსნოზე.

რა არის იმის შანსი რომ თქვენმა პატარამ მიიღოს საზიანო გვერდითი ეფექტი?

ამერიკის რადიოლოგთა კოლეჯის მიხედვით არცერთ დიაგნოსტიკურ რენტგენის სხივს არ გააჩნია მნიშვნელოვანი რადიაციული დოზა, რომელმაც შესაძლოა დააზიანოს თქვენი ნაყოფი.      

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">