Advices for pregnants
რჩევები მელოგინე პაციენტებს
ლოგინობის ხანა გრძელდება 42 დღის მანძილზე, ამ პერიოდში გექნებათ მშობიარობის შემდგომი გამონადები სხვადასხვა რაოდენობით და ინტენსივობით რომელიც თანდათან შეიცვლის ფერს, მშობიარობიდან პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში ლოქიები წითელია შემდგომ მოვარდისფრო მოყავისფრო ხდება საბოლოოდ კი მოყვითალო მოთეთრო ხდება, თუ გამონადენი გრძელდება 42 დღეზე მეტ ხანს მომართეთ კლინიკას.შეეცადეთ გამოძინებული და დასვენებული იყოთ დღის მანძილზე მიიღეთ 2,5 ლიტრი წყალი რაც თავიდან აგაცილებთ შებერილობას შეკრულობას და გაგიუმჯობესებთ ლაქტაციას.
ძუძუთი კვების შემთხვევაში აუცილებელია დაიცალოს ორივე სარძევე ჯირკვალი თუ ახალშიბილი ორივე ჭამაზე ვერ ერევა შეგიძლიათ გამოიწველოთ.სარძევე ჯირკვლის სავსეობას შესაძლოა თან ახლდეს ტკივილი და მტკივნეულობის მომატება შესაძლოა სხეულის ტემპერატურის ხან მოკლე მატებაც კი გამოიწვიოს, თუ აღგენიშნებათ მაღალი ტემპერატურა 38 და ზევით სარძევე ჯირკვლის გამკვრივება და სიმხურვალე, ჯობია მომართოთ კლინიკას ასევე ლაქტაციის სპერიალისტს.
ნებისმიერი გართულება შეიძლება აღინიშნოს ლოგინობის ხანაში დროულად მომართეთ კლინიკას თუ გაქვთ შემდეგი ჩივილები:
სისხლდენა,
ცხელება 38 გრადუსი და ზევით
მუცლის ძლიერი ტკივილი
უნებლიე შარდვა
ძლიერი ტკივილი ჭრილობის არეში
საშოდან მკვეთრი სუნიანი გამონადენი.
ლოგინობის ხანაში მნიშვნელოვანია ჰიგიენის სწორი წესების დაცვა
ჩასაბანად გამოიყენეთ ინტიმური ჰიგიენისთვის განკუთვნილი საშუალებები
სქესობრივი ცხოვრების დაწყება შესაძლებელია, მშობიარობიდან 6 კვირაში.
მენსტრუალური ციკლის აღდგენა შესაძლებელია ლოგინობის ხანის დასრულების შემდეგ.ამიტომ ლოგინობის ხანის დასრულებისთანავე მომართეთ კლინიკას კონტრაცეფციის შესარჩევად.
გახსოვდეთ რომ ლაქტაციის პერიოდში ერთი წლის განმავლობაში შესაძლოა არ იყოს მენსტრუალური ციკლი რეგულარული ან საერთოდ არ გქონდეთ.