Advices for pregnants
რა გავლენას ახდენს სტრესი ორსულზე და ნაყოფზე.
რა გავლენას ახდენს სტრესი ორსულზე და ნაყოფზე
ბლოგის ავტორი: ნინი ჭაჭია
ორსულობა ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ამიტომ ამ დროს
მღელვარება, ხანდახან წუხილი და შფოთვა ძალიან ბუნებრივი პორცესია.
თუმცა აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ქრონიკულმა სტრესმა შესაძლოა
ორსულისა და ნაყოფის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.
ამიტომ, მოდით განვიხილოთ ორსულობის დროს სტრესის სიმპტომები,
შედეგები და როგორ შეიძლება ვმართოთ ის.
ორსულობის დროს სტრესის სიმპტომები ძალიან განსხვავებულია, თუმცა
ყველაზე ხშირად ის შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ნიშნებით:
· ძილთან დაკავშირებული სირთულეები;
· თავის ტკივილი;
· გახშირებული გულისცემა;
· სწრაფი ან ზედაპირული სუნთქვა;
· მუდმივი მღელვარება ან შფოთვა;
· ბრაზი;
· ობსესიური (აკვიატებული) აზრები;
· კვებასთან დაკავშირებული პრობლემები - ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა
საკვების მიღება, ან არაჯანსაღი საკვების მიღება;
· განტვირთვის ან დასვენების სირთულე;
როგორ ამოვიცნოთ სტრესის ნიშნები
დღესდღეობით არ არსებობს მკაფიო რეკომენდაციები თუ სტრესის რა დონე
შეიძლება იყოს არასასრუველი შედეგების მაპროვოცირებელი, სწორედ ამიტომ
მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სპეციალისტებთან როგორც ემოციური ან
კოგნიტური პროცესების, ასევე ფიზიკური სიმპტომების მონიტორინგი.
ხშირად ექიმები აწყდებიან სიტუაციებს, როდესაც შეუძლებელია დაავადების ან
არსებული სიმპტომების მიზეზის ზუსტი დადგენა. ხდება ისე, რომ არ არსებობს
დაავადების განვითარების ან სიმპტომების წარმოშობის ფიზიოლოგიური
წინაპირობები, მაგრამ დაავადება ან სიმპტომები რეალურად არსებობენ
და პროგრესირებენ. სწორედ ასეთ დროს მნიშვნელოვანია ყურადღება
გავამახვილოთ პაციენტის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.
თუ სამედიცინო გამოკვლევები დაავადების ფიზიკურ ან ორგანულ მიზეზს ვერ
გამოავლენენ, ან, თუ დაავადება არის ემოციური მდგომარეობის შედეგი,
როგორიცაა სიბრაზე, შფოთვა, დეპრესია, დანაშაულის განცდა ან სხვა, მაშინ
დაავადება კლასიფიცირდება, როგორც ფსიქოსომატური.
დაავადებების თითქმის ნახევარი შესაძლოა იყოს ფსიქოსომატური ბუნების. მათ
შორისაა:
· გულ-სისხლძარღვთა დაავადებები - არტერიული ჰიპერტენზია,
ჰიპერტონია, რევმატიზმი, ვეგეტატიური დისტონია, გულის კორონარული
დაავადება, გულის არითმია;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები - კუჭისა და თორმეტგოჯა
ნაწლავის წყლული, წყლულოვანი კოლიტი, ბილიარული დისკინეზია;
· ნერვული სისტემის დაავადებები - ქრონიკული თავის ტკივილები,
დაძაბულობის ტკივილები, თავბრუსხვევა;
· კანის დაავადებები - ნეიროდერმიტი, ფსორიაზის რეციდივები, აკნე;
· გინეკოლოგიური დაავადებები, მათ შორის
პრეეკლამფსია, ეკლამფსია, მშობიარობის შემდგომი დეპრესია;
· ენდოკრინული დაავადებები და ა.შ.
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუკი ქვემოთ ჩამოთვლილი სიმტომები
ორსულობის დროს აღინიშნება, აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის
მიღება;
· დაავადებების ხშირ რეციდივებთან გვაქვს საქმე - ორსული მკურნალობს
ექიმის რეკომენდაციით,მაგრამ შედეგად სიმპტომები მცირე ხნით ქრება და
მალევე იჩენს თავს, ანუ, ადეკვატური მედიკამენტოზური მკურნალობა არ
იძლევა მოსალოდნელ შედეგს;
· ტრადიციული მკურნალობა არ მუშაობს - ფსიქოსომატური დაავადების
კიდევ ერთი თვავისებურებაა.
· ორ კვირა ან მეტი ხნის განმავლობაში აღინიშნება მღელვარება, შფოთვა,
დაქვეითებული გუნება-განწყობილება;
· აღინიშნება შფოთვა, რომელიც იწვევს ისეთ ფიზიკურ სიმპტომებს
როგორიცაა: აჩქარებული გულისცემა, აჩქარებული სუნთქვა, სისუსტე ან
გულისრევის შეგრძნება, ოფლიანობა,დიარეა და სხვა;
· პანიკური შეტევები;
· განმეორებადი ქცევები (რიტუალები, კომპულსიები) როგორიცაა დათვლა,
მუდმივი გადამოწმებები სიმშვიდის და შფოთვის შემცირების
უზრუნველსაყოფად;
· აკვიატებული აზრები (ობსესიები), ნეგატიური აზრები რომელთა
კონტროლიც თითქოს შეუძლბელია;
· მშობირაობის შიშის გამო მშობიარობაზე უარის თქმა - ხშირად ითხოვენ
საკეისრო მშობიარობას, რადგანაც დარწმუნებულები არიან რომ ვერ
გაუმკლავდებიან თავიანთი ძალებით.
სტრესის მიზეზები ორსულობის დროს
ორსულობის პერიოდში სტრესი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა
მიზეზით. განვიხილოთ სტერესის ყველაზე გავრცელებული მიზეზები:
· ორსულობის დისკომფორტი (ფიზიკური დისკომფორტი), როგორიცაა
დაღლილობა, ზურგის ტკივილი, გულისრევა (ტოქსიკუზი) ან ყაბზობა;
· ჰორმონალური ცვლილებები, რამაც შეიძლება შეცვალოს და გამოიწვიოს
განწყობის ცვალებადობა;
· მუდმივი ნერვიულობა და ღელვა ორსულობის მიმდინარეობის პერიოდზე,
მშობიარობაზე,ბავშვის მოვლისა და ზრუნვის საკითხებზე;
· ყოველდღიური ამოცანების მართვა, სამუშაო პასუხისმგებლობები ან
დეკრეტული შვებულებისთვის მომზადება;
· პარტნიორთან ან ოჯახის წევრებთან მხარდაჭერის ნაკლებობის ან
სირთულეების განცდა;
· ნეგატიური ცხოვრებისეული მოვლენები, როგორიცაა რაიმე დაავადება,
ახლობელი ადამიანის დაღუპვა, მნიშვნელოვანი დანაკარგი, განქორწინება,
სამხახურის დაკარგვა და სხვა;
· ბუნებრივი კატასტროფები, როგორიცაა მიწისძვრა, ქარიშხალი,
წყალდიდობა და ა.შ.
· ქრონიკული სტრესული ვითარებები, რომელიც დაკავშირებულია
ძალადობასთან, უსაფრთოხების დაკარგვასთან, სოციალურ-ეკონომიკურ
პრობლემებთან;
· მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა.
როგორ მოქმედებს სტრესი ორსულობაზე
ორსულობის დროს სტრესის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი
წნევა, რაც ზრდის ნაადრევი მშობიარობის ან დაბალი წონის მქონე ბავშვის
გაჩენის შანსს.
სტრესმა ასევე შეიძლება გააძლიეროს პლაცენტასთან დაკავშირებული
პრობლემები, როგორიცაა პრეეკლამფსია, ეკლამფსია და ნაყოფის ზრდის
შეზღუდვა.
2019 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს კორტიზოლის დონის
მატებამ შეიძლება გაზარდოს კორტიზოლის დონე ნაყოფში, რაც ზრდის ნაყოფის
განვითარების პრობლემების რისკს.
ორსულობის დროს ემოციურმა სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ბავშვის
კოგნიტურ განვითარებაზე და გამოიწვიოს ყურადღებასთან/კონცენტრაციასთან
დაკავშირებული სირთულეები, ქცევითი პრობლემები ან ნეგატიური ემოციების
გაზრდა.
მკვლევარებმა ასევე დაადგინეს, რომ პრენატალურმა სტრესმა ან შფოთვამ
შეიძლება გავლენა მოახდინოს განვითარებაზე ბავშვობიდან მოზარდობამდე.
დედის შფოთვითმა აშლილობამ შეიძლება გაზარდოს ბავშვის შფოთვითი
აშლილობის განვითარების რისკი.
როგორც ხედავთ, სტრესის მაღალმა დონემ შეიძლება გავლენა მოახდინოს
ბავშვის დაბადებასა და განვითარებაზე. თუ ადამიანი ორსულობის დროს
განიცდის ჭარბი რაოდენობის სტრესს, აუცილებელია მიმართოს სპეციალისტს,
რათა დროულად მოხდეს არსებულ სტრესულ ვითარებებთან გამკლავების
გზების იდენტიფიცირება.
სტრესის მართვა
გთავაზობთ რამდენიმე ნაბიჯს ორსულობის დროს სტრესის სამართავად:
· იყავით ფორმაში და ჯანმრთელები: ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას,
ფიზიკურ აქტივობას და რაც მთავარია ძილის ჰიგიენას;
· მიიღეთ ზომები დისკომფორტის შესამცირებლად: აუცილებლად გაიარეთ
კონსულტაცია ჯანდაცვის პროფესიონალთან ორსულობის დისკომფორტის
შემცირების შესახებ, როგორიცაა ტოქსიკოზი, ყაბზობა და მსგავსი ფიზიკური
დისკონფორტის ნიშნები.
· შეამცირეთ თქვენი ყოვედღიური ამოცანები შესაძლებლობების ფარგლებში,
მოახდინეთ თქვენი პასუხისმგებლობების დელეგირება, იქნება ეს საოჯახო
საქმიანობები თუ პროფესიული;
· დაგეგმეთ დედობის პირველი პერიოდი: თუ მუშაობთ შეიმუშავეთ გზები
დეკრეტული შვებულებისათვის, დაგეგმეთ საქმიანობების გადაბარების
მექანიზმები, რომელიც ეტაპობრივად განხორციელდება. მოემზადეთ
დეკრეტული შვებულებისათვის.
· დაგეგმეთ დასვენების და რელაქსაციის აქტივობები: ორსულობის დროს
ფიზიოლოგიური ცვლილებები თვისთავად იწვევს ორგანიზმში დაძაბულობას,
ამიტომ მნიშვნელოვანია დასვენებისა და რელაქსაციის აქტივობები
ყოველდღიურ რუტინულ ქვევად იქცეს;
· განათლება: მიიღეთ ინფორმაცია ორსულობის მიმდინარეობის შესახებ,
სიმპტომებზე, ცვლილებებზე, ასევე მშობიარობისა და ჩვილის მოვლის შესახებ.
ეს დაგეხმარებათ სტრესისა და შფოთვის შემცირებაში.
· მიიღეთ მხარდაჭერა: ესაუბრეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს თქვნი
ემოციური მდგომარეობის, ოჯახის ახალ წევრთან ადაპტაციის, საოჯახო
საქმიანობების გადანწილებისა და სხვადასხვა პასუხისმგებლობების შესახებ,
მიიღეთ მხარდაჭერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია;
· ორსულობის განვითარების შესაბამისად მიიღეთ კონსულტაციები
სამედიცინო პერსონალისაგან, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოემოციური
ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით;
და რაც მთავარია, გახსოვდეთ, მომავალზე ზრუნვა შინაგანი ჰარმონიით იწყება.
თუ თქვენ გინდათ თქვენი შვილები იყვნენ ბედნიერები, იზრუნეთ საკუთარ
ბედნიერებაზე, რადგანაც თქვენი შვილებისათვის მთავარი მაგალითი თქვენ
ხართ, ბავშვები მშობლების ქცევეს ირეკლავენ.
ბედნიერ, სიხარულით გაჯერებულ და ჰარმონიულ ცხოვრებას გისურვებთ <3.
გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა საფუძვლიანი და სწრაფი მკურნალობის
საწინდარია.
თუ თქვენ სტატიაში მოყვანილი სიმპტომები აღგენიშნებათ, აუცილებლად ჩაეწერეთ
კონსულტაციაზე. დაგვიკავშირდით კლინიკის ცხელ ხაზზე: 032 253 22 21
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი კლინიკის
ფსიქოთერაპევტს: 595751122
ასევე გაეცანით გაგუას კლინიკის პერინატალური ფსიქოკონსულტირების ექსკლუზიურ
შეთავაზებას ორსულებისათვის!