Request appointment

Advices for pregnants

ყნოსვის გამძაფრება (ჰიპეროსმია) ორსულობის დროს

ყნოსვის გამძაფრება (ჰიპეროსმია) ორსულობის დროს

ორსულობასთან ერთად ქალის ორგანიზმში ყველა ორგანოსა და ორგანოთა სისტემების ფუნქციებიც გარდაიქმნება, რაც სუბიექტური და ობიექტური ცვლილებებით გამოვლინდება.

ყნოსვის გამძაფრება (ჰიპეროსმია), ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის ერთ-ერთ ადრეულ ნიშანს წარმოადგენს. ორსულთა უმეტესობა ჰიპეროსმიას ორსულობის პირველ ტრიმესტრში აღნიშნავს. ქალთა უმრავლესობას ორსულობის პირველივე დღიდან ეცვლება ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნება, რაც ზოგიერთი საკვების გემოსა თუ სუნის არჩევით სიძულვილსა ან სიყვარულში გამოიხატება.

 

ქალებს ,რომლებსაც ორსულობისას მომატებული მგრძნობელობა აქვთ სხვადასხვა სუნის მიმართ, შემდგომში უფრო ხშირად აღენიშნებათ გულისრევა და ღებინება.

 ყნოსვის გამძაფრების ხარისხი ინდივიდუალურია.  განსხვავებდა გამაღიზიანებელი ფაქტორებიც, რომელთა მიმართაც გამძაფრებულია ყნოსვითი შეგრძნება,

თუმცა შეგვიძლია გამოვყოთ  რამოდენიმე მათგანი:

 

  • ხორცეული
  • თევზეული
  • ხახვი, ნიორი
  • კვერცხი
  • ყავა
  • ალოკოჰოლი
  • სიგარეტი
  • მტვერი
  • ცხოველები
  • კოსემტიკური და  სადეზინფექციო საშუალებები

 

 

რა არის ყნოსვის გამძაფრების  მიზეზი?

 

 ყნოსვის მომატებული მგრნობელობის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. არსებობს მრავალი მოსაზრება. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთ მიზეზს ორსულობის დროს მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები, კერძოდ სისხლში ქორიონალური გონადოტროპინის  რაოდენობის მატება წარმოადგენს.

 

შეგვიძლია თუ არა თავიდან ავიცილოთ ყნოსვის მომატებული მგრძნობელობა? 

 

სამწუხაროდ, ყნოსვის გამძაფრების პრევენცია შეუძლებელია, თუმცა შეგიძლიათ თავი აარიდოთ გამღიზიანებელ ფაქტორებს, რომლებიც უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევენ.

 

 როგორ გავუმკლავდეთ ჰიპეროსმიით გამოწვეულ დისკომფორტს? 

 

  •   სუფთა ჰაერი - ხშირად ისეირნეთ, დატოვეთ ფანჯრები ღია , გაანიავეთ ოთახი.
  • სწორად იკვებეთ - ნუ მიიღებთ საკვებს, რომელიც თქვენში უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს.
  • ხშირად გარეცხეთ ტანისამოსი.
  • აარიდეთ თავი სიგარეტს, ამასთან პასიურ მწეველობასაც, კოსმეტიკასა და სადეზინფექციო საშუალებებს.
  • მოითხოვეთ მეტი ყურადღება გარშემომყოფებისგან - შეძლონ თქვენს ახალ ცხოვრების წესთან შეგუება.

 

 

 

 

 

 

 

 

როდის  დაუბრუნდება ორსულს ნორმალური ყნოსვითი მგრძნობელობა?

 

ორსულობით განპრობებული ყნოსვის გამძაფრება, ქალთა უმეტესობაში, მეორე ტრიმესტრიდან უბრუნდება ნორმას , როცა ჰორმონალური ცვლილებები დარეგულირდება. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება უფრო ადრეც,პირველივე ტრიმესტრი, ან იშვიათად უფრო გვიან ,  მშობიარობის შემდეგ მოხდეს.

 

 

 

 

 

 

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">