Advices for pregnants
პრენატალური ულტრასონოგრაფია
პრენატალური ულტრასონოგრაფია
პრენატალური ულტრასონოგრაფია არის უსაფრთხო, უმკივნეულო კვლევა, რომელიც გვაწვდის ინორმაციას ნაყოფის ზომაზე, ფორმასა და პოზიციაზე.
ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეჯი რეკომენდაციას უწევს, ორსულობის განმავლობაში მინიმუმ ერთი ულტრაბგერითი კვლევის ჩატარებას მაინც, რათქმაუნდა ეს არ გამორიცხავს ორი და მეტი კვლევის ჩატარებას. ქალი, რომელიც არის მაღალი რისკის ჯგუფის ორსული, შესაძლოა მრავალი ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება ჩაითვალოს საჭიროდ.
რატომ უნდა ჩავიტაროთ პრენატალური ულტრასონოგრაფია?
სამეანო ულტაბგერითი კლვევის ჩატარებისას, ბგერითი ტალღები ეცემა ნაყოფის ძვლებს და ქსოვილებს, რაც გვაძლევს მის გამოსახულებასა და პოზიციას ეკრანზე. ულტრასონოგრაფიით ხდება:
- საშვილოსნოსგარე ორსულობის დიაგნოსტიკა.
- მშობიარობის სავარაუდო თარიღის დადგენა
- მრავალნაყოფიანი ორსულობის დიანოგსტიკა
- ნაყოფის ზრდის სიჩქარის შეფასება
- ნაყოფის გულისცემის და სუნთქვითი მოძრაობების შეფასება
- ამნიონური სითხის რაოდენობის შეფასება
- პლაცენტის პოზიციის შეფასება
- ნაყოფის სტრუქტურული დეფექტების დიანოსტირება (მაგ.დაუნის სინდრომი, სპინა ბიფიდა, ანენცეფალია)
- სხვა თანდაყოლილი ანომალიების დიაგნოსტიკა, როგორიცაა გულის თანდაყოლილი დეფექტები, ტუჩის ნაპრალი, საჭმლის მომნელებელი ან თირკმლის პრობლემები
როდის უნდა ჩავიტაროთ პრენატალური ულტრაბგერითი კვლევა?
11 კვირამდე ჩატარებული ულტრასონოგრაფია მხოლოდ ორსულობის დადასტურების მიზნით გამოიყენება.
პირველი ტრიმესტრის ულტრასონოგრაფია (10 0/7-13 6/7)
პირველი ტრიმესტრის ულტრასონოგრაფიის საშუელაბით ყველაზე ზუსტად ხდება მშობიარობის სავარაუდო თარიღის განსაზღვრა, ასევე მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო როლი უჭირავს მრავალნაყოფიანი ორსულობის და ანეუპლოიდიის დიაგნოსტირებაში. 11-14 კვირაზე ჩატარებული ულტრასონოგრაფიის შედეგად განსაზღვრული კისრის ნაოჭის სისქე და შრატის მარკერების კომპინაცია დაუნის სინდრომის ეფექტური სკრინინგის საშუალებას იძლევა.
მეორე ტრიმესტრის ულტრასონოგრაია (18 0/7-20 6/7)
მეორე ტრიმესტრში ხდება ნაყოფის ისეთი განვითარების მანკების სკრინინგი, როგორიცაა ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარების დარღვევები, გულის თანდაყოლილი მანკები, ჩონჩხის პათოლოგიები და დიაფრაგმის თიაქრები. თუმცა ზოგიერთი ანომალიის (მიკროცეფალია, თირკმლის ანომალია, კორძიანი სხეულის დისგენეზია, მარცენა წინაგულის და პარკუჭის განვითარების შეფერხება, აქონდროპლაზია) სკრინინგი შეიძლება ვერ მოხერხდეს ულტრასონოგრაფიულად, ან განვითარდებს მოგვიანებით.
მეორე ტრიმესტის ულტრასონოგრაფიით დგინდება ნაყოფის სქესი. თუ გსურთ, რომ ნაყოფის სქესი იყო სიურპრიზი, რაწმუნდით, რომ კვლევის დასაწყისში გააფრთხილეთ ექიმი.
სამგანზომილებიანი ულტრასონოგრაფია საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ სახის ანომალიები, განსაკუთრებით, სახის ნაპრალები, ნერვული მილის დეფექტები და ჩონჩხის განვითარების ანომალიები. ოთხგანზომილებიანი ულტრასონოგრაფია გამოიყენება ნაყოფის გულის გამოკვლევისთვის, აუმჯობესებს გულის ანატომიის და სარქვლოვანი აპარატის ვიზუალიზაციას.
მესამე ტრიმესტის ულტრასონოგრაფია (ორსულობის >36 კვირაზე)
ნაყოფის არასწორი მდებარეობა უნდა დაზუსტდეს ექოსკოპიური კვლევით ორსულობის >36 კვირაზე. ასევე უნდა შეფასდეს პლაცენტის მდებარეობა. ზოგჯერ მესამე ტრიმესტის ულტრაბგერითი კვლევა არის ნაყოფის ბიოფიზიკალური პროფილის ნაწილი. (ნაყოფის ბიოფიზიკალური პროფილის შედგენის სასუალებით ხდება მისი სუნთქვის, მოძრაობის, ამნიონური სითხის, ტონუსის, გულისცემის შეფასება.)
ულტრასონოგრაფიის უსაფრთხოება
მიუხედავად იმისა რომ არ არსებობს მკტიცებულებები ნაყოფისთვის ულტრასონოგრაფიის უარყოფით გავლენაზე, U.S. Food and Drug Administration გვაძლევს რეკომენდაციას, რომ ულტრასონოგრაფია არ გამოვიყენოთ არასამედიცინო მიზნით, ექიმის დანიშნულების გარეშე.