Request appointment

Advices for pregnants

ორსულობა და ალერგია

ორსულობა და ალერგია

 

ალერგიული დაავადებებიდან ორსულებში განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ალერგიული რინიტი, ჭინჭრის ციება და კვინკეს შეშუპება. გარდა ამისა, არსებობს კანის ალერგიული მდგომარეობა (ჭინჭრის ციების განსაკუთრებული სახეობა), რომელიც, ჩვეულებრივ, სწორედ პირველი ორსულობის დროს იჩენს თავს.

ორსულობის მეთორმეტე კვირიდან ცხვირის გაჭედვასა და სურდოს თითქმის ყოველი მეორე ორსული უჩივის. თუ გაირკვა, რომ ამას წინ უძღოდა უშუალო კონტაქტი ალერგენთან (მცენარეების ყვავილობა, სახლში ცხოველის მიყვანა, კვების რეჟიმის დარღვევა და სხვა), ეს იმაზე მიუთითებს, რომ საქმე გვაქვს ალერგიული რინიტის გამწვავებასთან.

  •  თუკი თქვენთვის ცნობილია ალერგენი, გამორიცხეთ იგი;
  •  გადადით ჰიპოალერგიულ დიეტაზე;
  • სიფრთხილეა საჭირო ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენებისას- მათი უმრავლესობა უკუნაჩვენებია ორსულობისას. 
  • რაც შეიძლება მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე.
  • ბუმბულის ბალიშები და საბნები სინთეტიკურით შეცვალეთ.
  • ბინა ხშირად გაანიავეთ და ყოველდღე დაალაგეთ სველი წესით;
  • ყოველგვარი მედიკამენტი მიიღეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით და მისი დანიშნულებისამებრ.
  • პირველ თვეებში ჩვილისთვის განსაკუთრებით სასარგებლო საკვებია დედის რძე. მასთან ერთად პატარას ალერგენების გამანეიტრალებელი ნივთიერებებიც მიეწოდება. ოთხ თვემდე ძუძუთი კვების შეწყვეტა მომავალში ალერგიული რეაქციების სიხშირეს რამდენჯერმე ზრდის.

 

 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">