Advices for pregnants
მამოპლასტიკა „გაგუას კლინიკაში“ - რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა მკერდის კორექციის დროს
მკერდის ფორმის კორექცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ოპერაციაა. რამდენად ხშირად კეთდება ეს ოპერაცია საქართველოში, როგორია ოპერაციის თავისებურებები - ამ საკითხებზე გვესაუბრება „გაგუას კლინიკის“ პლასტიკური ქირურგი ნონა კიკორია:
- რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ ყველაზე ხშირად მკერდის კორექციისთვის და კერძოდ რა სახის კორექციაა ყველაზე პოპულარული?
- იმ პაციენტების ასაკი, რომლებიც მიმართავენ მკერდის კორექციას, განსხვავებულია. გადიდების მიზნით მამოპლასტიკა პოპულარულია ძირითადად 40 წლამდე ასაკის პაციენტებში, რაც შეეხება მკერდის აწევას ან დაპატარავებას, ამ ოპერაციებს უხშირესად 35 წლიდან იკეთებენ.
- მკერდის გადიდებისას რა სახის იმპლანტი გამოიყენება - ხომ არ უქმნის ეს იმპლანტი საშიშროებას ადამიანის ჯანმრთელობას?
- მკერდის გასაზრდელად გამოიყენება საერთაშორისო სერტიფიკატის მქონე მწარმოებელთა იმპლანტები და უკვე მრავალი წელია, გვაქვს კარგი შედეგები მინიმალური გართულებებით.
- რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა მკერდის გადიდების ოპერაციის შემდგომ პერიოდში?
- მკერდის გადიდების შემდეგ რეაბილიტაცია დიდწილად არის დამოკიდებულია პაციენტის ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე და აღდგენისთვის მეტ დროს მოითხოვს. პაციენტმა უნდა შეასრულოს ქირურგის ყველა რეკომენდაცია, ერთი თვის განმავლობაში იკრძალება ფიტნესი, ცურვა, სოლარიუმი. ყველა შეზღუდვა მოიხსნება ეტაპობრივად ქირურგთან შეთანხმებით.
- მკერდის დაპატარავების ოპერაციის მსურველებიც თუ მოდიან თქვენთან? როგორ ტარდება ეს ოპერაცია?
- მკერდის დაპატარავების ოპერაციები არანაკლებ მოთხოვნადია, ვიდრე გადიდების, რადგან მშობიარობისა და ლაქტაციის შემდეგ სარძევე ჯირკვლებში ხშირად ხდება ისეთი ცვლილებები, რომლებიც საჭიროებს აწევას ან აწევასა და დაპატარავებას ერთდროულად.
- შეიძლება თუ არა გადიდების ან დაპატარავების ოპერაცისბის გაკეთება მეძუძურობის პერიოდში?
- ლაქტაციის პერიოდში სარძევე ჯირკვლებზე არანაირი ოპერაციების ჩატარება არ შეიძლება, რეკომენდებულია ლაქტაციიდან მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ.
- ზომის ცვლილებასთან ერთად, შესაძლებელია თუ არა გაკეთდეს ფორმის ცვლილებაც?
- მკერდის აწევის ან აწევისა და შემცირების ოპერაციის დროს ყოველთვის კეთდება მოცულობის და ფორმის კორექციაც.
- ლაქტაციის შემდგომ პერიოდში, ასევე ასაკოვან ქალბატონებში ხშირია მკერდის დაწევის პრობლემა. როგორ აგვარებთ ამ პრობლემას?
- სარძევე ჯირკვლის ფორმისა და მოცულობის ცვლილება ასაკთან ერთად ჯირკვლის ქსოვილის ცხიმოვანი ქსოვილით ჩანაცვლებით არის განპირობებული. კანი და დამხმარე სტრუქტურები კარგავს ელასტიურობას, ჯირკვლოვან ქსოვილზე გავლენას ახდენს ჰორმონალური ცვლილებები, მრვალჯერადი ლაქტაცია. ამიტომ მკერდის აწევის ოპერაცია განსაკუთრებით პოპულარულია პაციენტებში ლაქტაციის შემდგომ პერიოდში.
- ხომ არ აქვს ოპერაციას გვერდითი მოვლენები და როგორია პოსტოპერაციული პერიოდი?
- პლასტიკური ქირურგია, ისევე როგორც ნებისმიერი ქირურგიული სპეციალობა, არ არის დაზღვეული გართულებებისაგან, მაგრამ ქირურგისა და პაციენტის ამოცანაა, მინიმუმამდე დაიყვანონ ის გართულებები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს პოსტოპერაციულ პერიოდში.
- რას ურჩევთ მამოპლასტიკის მსურველ ქალბატონებს?
- მკერდის გადიდება, შემცირება ან აწევა მშვენიერი ოპერაციებია, როცა ისინი მართლაც ჩვენებების შესაბამისად კეთდება, ამიტომ მობრძანდით კონსულტაციაზე, რათა მიიღოთ სრული ინფორმაცია ოპერაციული მკურნალობის მოცულობის შესახებ.
კლინიკის ინსტაგრამ-გვერდია
https://www.instagram.com/gagua_aesthetics/