Book appointment

Advices for pregnants

გესტაციური დიაბეტი და ორსულობა

გესტაციური დიაბეტი და ორსულობა

გესტაციური დიაბეტი არის ორსულობის დროს პირველად განვითარებული ან დიაგნოსტირებული გლუკოზის ტოლერანტობის (ჰიპერგლიკემიის ) ნებისმიერი ხარისხის დარღვევა.

კონსულტაცია

  • გესტაციური დიაბეტის მქონე ორსულთა მეთვალყურეობას ახორციელებს მეან-გინეკოლოგი, ენდოკრინოლოგი, ოფთალმოლოგი.

რისკ-ფაქტორები

  • სხეულის მასის ინდექსი >30კგ/2;
  • სიმსუქნე ბავშვობაში;
  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა,
  • ორსულის ასაკი >25;
  • ანამნეზში მშობიარობა დიდი ნაყოფით (>4,1კგ);
  • დედის წონა დაბადებისას >4,1კგ ან <2,7კგ;
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი;
  • გლუკოკორტიკოიდების გამოყენება;
  • ანამნეზში გლუკოზატოლერანტობის დარღვევა.

სკრინინგი/დიაგნოსტიკა

გესტაციური დიაბეტის დროს შესაძლებელია არ არსებობდეს კლინიკური სიმპტომატიკა.  სკრინინგის ოპტიმალური დროა 24-28კვ. რისკ-ფაქტორების არსებობის შემთხვევაში სკრინინგი უნდა ჩატარდეს პირველ ანტენატალურ ვიზიტზე.

გესტაციური დიაბეტის სკრინინგისთვის საჭიროა მომზადება. ტესტირების წინ აკრძალულია თამბაქოს მოწევა. ტესტირებამდე სულ მცირე სამი დღით ადრე დიეტა (სულ მცირე 150. ნახშირწყლები).

გესტაციური დიაბეტის დიაგნოსტიკური კრიტერიუმებია : უზმოზე გლუკოზის კონცენტრაცია >95მგ/დლ (5,3მმოლ/), 1საათის შემდეგ >180მგ/დლ(10მმოლ/), 2საათის შემდეგ >155მგ/დლ (8,6მმოლ/), 3საათის შემდეგ >140მგ/დლ (7,8მმპლ/).

მკურნალობა

გესტაციური დიაბეტის მკურნალობა გულისხმობს:

  • სამედიცინო კვებითი თერაპია(საჭიროა დიეტოთერაპია. შაქრისა და ცხიმის შემცველი პროდუქტების შეზღუდვა.);
  • ფიზიკური აქტივობა,
  • ინსულინოთერაპია.

 

კვებითი რეკომენდაციები

  • ნორმოგლიკემიის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია კვებით რაციონში კალორიების გადანაწილება სამ კვებაზე და სამ საუზმეზე შემდეგი ოდენობით 20%ცილები, 40%ცხიმები, 40% კარბოჰიდრატები.

 

 

გართულება

ყველა გართულების მიზეზი დედის ჰიპერგლიკემიაა.

  • მაკროსომია ;
  • მკვდრადშობადობა,
  • ნეონატალური ჰიპოგლიკემია,
  • პრეეკლამფსია;

 

მონიტორინგი

აუცილებელია თვითკონტროლი დღეში 4-ჯერ რათა შეფასდეს ჰიპერგლიკემიის სიმწვავე და მკურნალობის ეფექტურობა.  თვითკონტროლი უზმოზე და ყოველი კვებიდან ერთი საათის შემდეგ.

ნაყოფის მონიტორინგი რეკომენდირებულია 2კვირაში ერთხელ 32 კვირის ვადიდან. 36კვირაზე- ულტრასონოგრაფიულად პოტენციური მაკროსომიის შეფასება.

 

მშობიარობა

  • რეკომენდირებულია მშობიარობა 39კვირაზე იმ ორსულებში, რომელთაც უტარდებათ ინსულინოთერაპია.
  • რეკომენდირებულია მშობიარობა  38 კვირაზე  თუ ვერ ხერხდება გლიკემიის კონტროლი ან აღინიშნება არტერიული წნევის მატება.
  • რეკომენდირებულია საკეისრო კვეთა თუ ნაყოფის წინა >4500ზე.
  • გეგმიური საკეისრო კვეთის წინა დღეს არ გამოიყენება ინსულინი.
  • მშობიარობის დროს რეკომენდირებულია გლუკოზის კონცენტრაციის განსაზღვრა ყოველ 2საათში ერთხელ და ინსულინის ინფუზია იმ შემთხვევაში თუ გლუკოზუს დონე მიაღწევს 120მგ/დლ.

მშობიარობის შემდგომი პერიოდი

გესტაციური დიაბეტის მქონე ქალები ორსულობის შემდეგ იმყოფებიან დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარების დიდი რისკის ქვეშ. აუცილებელია ვაგინალური მშობიარობის შემდეგ 24საათში და საკეისრო კვეთის შემდეგ 48 საათში გლუკოზის განსაზღვრა. დიეტოთერაპიისა და ვარჯიშის გაგრძელება. მშობიარობის მე-6 , მე-12 კვირაზე გლუკოზატოლერანტობის ტესტის ჩატარება. ჰიპერგლიკემიის შემთხვევაში ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

თუ მშობიარობის შემდეგ ჩატარებული ტესტები ნორმალურია რეკომენდირებულია ტესტირების ჩატარება 3წელიწადში ერთხელ.

 

Photos

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">