Advices for pregnants
C ჰეპატიტი და ორსულობა
C ჰეპატიტი
Cჰეპატიტის ვირული (HCV) ჰერპესვირუსების ოჯახს ეკუთვნის. HCV ვირუსის გადაცემა ხდება ვირუსით ინფიცირებული სისხლით. ორსულობისას გადაცემა ხდება დაავადებული დედისგან ორსულობისა და მშობიარობის დროს 5-7%-ში. დედის ორგანიზმში HCV - ს მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში ნაყოფზე ვირუსის გადაცემის რისკი იზრდება.
C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმა კლინიკური ნიშნების მიხედვით თითქმის შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია მისი ლაბირტორიული დიაგნოსტიკა.ორსულობისას C ჰეპატიტზე სკრინინგი ტარდება პირველივე ანტენატალურ ვიზიტზე.
ორსულობისას ჰეპატიტის განასაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს ლატენტური, უსიმპტომო, ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობა. 70-85%-ში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
C ჰეპატიტი არ წარმოადგენს საკეისრო კვეთის ჩვენებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედას აქვს C ჰეპატიტი და აივ ინფექცია აუცილებელია ნაწარმოებ იქნას საკეისრო კვეთა რათა შემცირდეს C ჰეპატიტისა და აივის გადაცემის რისკი დედიდან ნაყოფზე.
ძუძუთი კვება არ არის აკრძალული.