Advices after pregnancy
9 თვე
განვითარება 9 თვის ასაკში
ხშირად, ბავშვები ლაპარაკის დაწყებას აგვიანებენ, თუმცა, სწორედ ეს ასაკი არის იდეალური გარკვეული სიტყვების წარმოსათქმელად. არ შეწყვიტოთ მცდელობები, ელაპარაკეთ ბევრი და შეეცადეთ აამეტყველოთ თქვენი პატარა.
ამ პერიოდში, მნიშვნელოვანია, ისწავლოთ ბავშვისთვის „არას“ თქმა. უმჯობესია, ეს თქვათ მშვიდად და სერიოზულად. არ დაუშალოთ ბავშვს რამის გაკეთება ხუმრობითი ინტონაციით, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვი აკრძალვას ხუმრობად აღიქვამს და თქვენს ნათქვამს უგულებელყოფს.
ფიზიკური განვითარება:
- სწრაფად ხოხავს;
- დგამს ნაბიჯებს ხელის მოკიდებით;
- დამოუკიდებლად ჯდება;
- იმეორებს მოქმედებებს: უკრავს ტაშს, წევს ხელებს;
ფსიქოემოციური განვითარება:
- გარკვეული მოქმედების შესრულებისას, უხარია (მაგალითად: გახსნა ყუთი, მიწვდა სასურველ საგანს);
- ესმის სიტყვა „არას“ მნიშვნელობა;
- ასრულებს მარტივ დავალებებს (მაგალითად: ადექი, დაწექი და ა.შ.);
- იცის ზოგიერთი საყოფაცხოვრებო ნივთის სახელი.
გახსოვდეთ, სიტყვა „არა“ ხშირი გამოყენებისას, კარგავს ბავშვისთვის თავის მნიშვნელობას. ამიტომ, უმჯობესია, აკრძალვები გამოიყენოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ბავშვის საფრთხისაგან დაცვა.