Request appointment

Advices before pregnancy

ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეპცია

ოჯახის დაგეგმვა და კონტრაცეპცია

ოჯახის დაგეგმვა

რას ნიშნავს ოჯახის დაგეგმვა?

ოჯახის დაგეგმვა საშუალებას იძლევა, ქალმა და მამაკაცმა ერთობლივად განსაზღვრონ, თუ რამდენი შვილი იყოლიონ და რა შუალედით. ოჯახის დასაგეგმად წყვილი ირჩევს კონტრაცეპციის, ანუ ჩასახვის საწინააღმდეგო უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებებს. ქალის უნარი, დაგეგმოს სასურველი ორსულობა და თავიდან აიცილოს არასასურველი, დადებით გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და, ასევე, ორსულობის გამოსავალზე. ოჯახის დაგეგმვა ხელს უწყობს ჰარმონიული და ჯანმრთელი ოჯახების არსებობას საქართველოში.

ალებს, რომლებსაც გარკვეული დროის მანძილზე დაფეხმძიმება არ სურთ, სპეციალისტები თანამედროვე კონტრაცეპციის (ჩასახვის საწინააღმდეგო) მეთოდების გამოყენებას ურჩევენ. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებენ ჩასახვის საწინაააღმდეგო საშუალებებს. თანამედროვე კონტრაცეპტიული საშუალებები მაღალი ეფექტურობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევიან. არასასურველი ორსულობის პრევენცია ადვილად შესაძლებელია.

დაიმახსოვრეთ რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება:

აბორტი არ მიეკუთვნება კონტრაცეპციის მეთოდს. ის არც საიმედო ან უსაფრთხოა და არც ფინანსურადაა გამართლებული. გირჩევთ, თავი აარიდოთ აბორტებს, რათა დაიცვათ თქვენი ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობა.
მრავალი მითი არსებობს ორსულობის პრევენციის შესახებ. ჭეშმარიტება კი ის არის, რომ, ქალი შეიძლება მაინც დაორსულდეს:

  • მენსტრუაციის დროს;
  • მშობიარობის ან აბორტის შემდეგ მენსტრუაციის აღდგენამდე;
  • პირველი და ერთჯერადი სქესობრივი კავშირის შედეგად;
  • როდესაც ქალი ან მამაკაცი არ განიცდის ორგაზმს;
  • როდესაც მამაკაცი სპერმის გამოყოფამდე წყვეტს სქესობრივ აქტს;
  • სქესობრივი აქტის შემდგომი გამორეცხვის მიუხედავად;
  • განურჩევლად სქესობრივი აქტის ხანგრძლივობისა და პოზისა.

 

 

კონტრაცეპცია:

კონტრაცეპციის მეგზური

  • ალმა უნდა გამოიყენოს მისთვის ყველაზე შესაფერისი და საჭირო მეთოდი;
  • თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს კონტრაცეპტიული საშუალებების ფართო არჩევანს;
  • მეთოდის შერჩევისას ითვალისწინებენ ქალის ასაკს, სქესობრივი კავშირის სიხშირეს, ორგანიზმის ინდივიდუალურ თვისებებს, ცხოვრების წესს, კონტრაცეპტივის ეფექტურობას, მის ძლიერ და სუსტ მხარეებს და გამოყენების წესს;
  • ზოგიერთ კონტრაცეპტივებს, როგორიცაა კონდომი და სპერმიციდი, უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ იყენებენ;
  • კონტრაცეპტიული აბები ყოველდღიურად მისაღები საშუალებებია;
  • ხანგრძლივი მოქმედების კონტრაცეპტივებია საინიექციო, იმპლანტი და საშვილოსნოსშიდა საშუალებები;
  • კონტრაცეპციის მუდმივი მეთოდია ქირურგიული სტერილიზაცია.

 

ზოგიერთი მითი და ფაქტი საშვილოსნოსშიდა საშუალებების (სშს) შესახებ

მრავალი მითი არსებობს კონტრაცეპციის სხვადასხვა მეთოდისარაეფექტურობისან მათთან დაკავშირებულისაფრთხისშესახებ.
უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში მედიცინამ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. დაიხვეწა და შემუშავდა კონტრაცეპციის მრავალი ახალი, თანამედროვე, უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი. დღევანდელ დღეს არსებული საშვილოსნოსშიდა საშუალებები (სპირალი) მკვეთრად განსხვავდება რეპროდუქციული ასაკის ქალის მიერ 25 წლის გამოყენებული მსგავსი საშუალებებისაგან. ზოგიერთი სპირალი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებს იწვევდა წარსულში, რის გამოც ისინი ამოღებულ იქნა სამომხმარებლო ბაზრიდან.

ზოგიერთი მითი და ფაქტი საშვილოსნოსშიდა საშუალებების (სშს) შესახებ

მითი: არა ნამშობიარებ ქალებში საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენება არ შეიძლება

 

ფაქტი: საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენება შეიძლება არანამშობიარებ ქალებში. სპირალის გამოყენება დაკავშირებულია უფრო მეტ სარგებელთან, ვიდრე რისკებთან.

მითი:საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენება იწვევს უშვილობას

ფაქტი: საშვილოსნოსშიდა საშუალება არ იწვევს უშვილობას და არ ახდენს გავლენას მომავალში დაორსულების შესაძლებლობაზე. უახლესი კვლევების მიხედვით, თანამედროვე საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპცია არ იწვევს მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარებას. გამონაკლისია ის შემთხვევები, როდესაც ანთებითი პროცესი განვითარდა სპირალის ჩადგმამდე.

მითი:საშვილოსნოსშიდა საშუალება იწვევს აბორტს

ფაქტი: საშვილოსნოსშიდა საშუალება არ იწვევს აბორტს. საშვილოსნოსშიდა საშუალება ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდია. საშვილოსნოში მოთავსებისას ის აბრკოლებს სპერმატოზოიდების გადაადგილებას კვერცხუჯრედის მიმართულებით, რითაც ჩასახვის პროცესი ფერხდება. ჰორმონშემცველი სშს („მირენა”) კი ხელს უშლის განაყოფიერებას საშვილოსნოს ყელის ლორწოს შესქელების, საშვილოსნოს შიდა გარსის ცვლილებებისა და ოვულაციის დათრგუნვის შედეგად.

მითი: საშვილოსნოსშიდა საშუალება ხშირად იწვევს საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარებას

ფაქტი: სპირალი არ ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკს. საშვილოსნოსშიდა საშუალება ერთერთი ყველაზე ეფექტური კონტრაცეპტიული მეთოდია. გამომდინარე იქიდან, რომ საშვილოსნოსშიდა ორსულობის სიხშირე მისი გამოყენების დროს ძალიან მცირეა (<1-დან 3 ორსულობამდე ყოველ 100 ქალზე წელიწადში), საშვილოსნოსგარე ორსულობის შემთხვევები კიდევ უფრო ცოტაა და დაკავშირებულია სხვა ფაქტორების ზემოქმედებასთან.

მითი: ქალებმა, რომლებსაც საშვილოსნოსგარე ორსულობა ჰქონდათ წარსულში, არ უნდა გამოიყენონ საშვილოსნოსშიდა საშუალება

ფაქტი: ქალებს, რომლებსაც საშვილოსნოსგარე ორსულობა ჰქონდათ წარსულში, შეუძლიათ გამოიყენონ საშვილოსნოსშიდა საშუალება.საშვილოსნოსშიდა საშუალება არ ზრდის საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარების რისკს მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არ მას მანამდე საშვილოსნოსგარე ორსულობა.

მითი: თუ საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენების ფონზე განვითარდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები ან მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, სშს დაუყოვნებლივ უნდა იქნას ამოღებული

ფაქტი: თუ საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოყენების ფონზე განვითარდა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) ან მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, სშს- ამოღება იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გახდეს საჭირო. სგგი- განვითარების დროს, ქალმა უნდა ჩაიტაროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა. თუ კლინიკური ნიშნები გაუმჯობესდა 72 სთ-ის ( 3 დღის) შემდეგ, მას შეუძლია დაიტოვოს საშვილოსნოშიდა საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სშს ამოღებულ უნდა იქნას.

 

კონტრაცეპციის დადებითი გავლენა ქალის ორგანიზმზე

ქალებს, რომლებსაც გარკვეული დროის მანძილზე დაფეხმძიმება არ სურთ, სპეციალისტები თანამედროვე კონტრაცეპციის (ჩასახვის საწინააღმდეგო) მეთოდების გამოყენებას ურჩევენ. ისტორიული წყაროებით დასტურდება, რომ ადამიანები უხსოვარი დროიდან იყენებენ ჩასახვის საწინაააღმდეგო საშუალებებს. თანამედროვე კონტრაცეპტიული საშუალებები მაღალი ეფექტურობითა და უსაფრთხოებით გამოირჩევიან. არასასურველი ორსულობის პრევენცია ადვილად შესაძლებელია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) პუბლიკაციებითა და მრავალი სამეცნიერო კვლევით მოწოდებული მტკიცებულებების თანახმად, თანამედროვე კონტრაცეპტიული საშუალებები არამარტო დაუგეგმავი ორსულობისგან ეფექტურ დაცვას უზრუნველყოფენ, არამედ ახასიათებთ ერთგვარი სამკურნალო არაკონტრაცეპტიული ეფექტები. კერძოდ კი, სხვადასხვა ტიპის ჰორმონალური კონტრაცეპციის (კომბინირებული კონტრაცეპტიული აბები, მხოლოდ პროგესტინის-შემცველი საინექციო კონტრაცეპცია, იმპლანტები, საშვილოსნოშიდა საშუალება) გამოყენების შედეგად:

  • მცირდება საკვერცხეებისა და ენდომეტრიუმის სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკი
  • ხდება დარღვეული მენსტრუალური ციკლის აღდგენა და მცირდება მენსტრუალური ტკივილები
  • მცირდება მენსტრუალური სისხლდენა
  • მცირდება ანემიის განვითარების რისკი ჭარბი მენსტრუაციის დროს
  • მცირდება საკვერცხეების ფუნქციური კისტების განვითარების რისკი
  • მცირდება მცირე მენჯის ორგანოების ანთებითი დაავადებების განვითარების რისკი
  • ვლინდება სამკურნალო ეფექტი მასტოპათიის, საკვერცხეების ფუნქციის დარღვევის, უშვილობის, ენდომეტრიოზის, დისფუნქციური სისხლდენების, აკნესა და ჭარბთმიანობის დროს.

გახსოვდეთ, რომ ჰორმონალური კონტრაცეპტივები შეიცავს ჰორმონებს, რომელსაც ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს ნორმაში. ამიტომაც ეს ჰორმონები ქალის ორგანიზმისთვის უცხო არ არის.

კონტრაცეპციის ტიპები

კონტრაცეპტიული აბები

კონტრაცეპტიული აბები შეიცავენ ისეთივე ჰორმონებს, რომლებიც ქალის ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავდება. ეს ჰორმონები აფერხებენ ოვულაციას (კვერცხუჯრედის მომწიფებას და საკვერცხედან მის გამოსვლას), რის გამოც ორსულობა აღარ ვითარდება.

არჩევენ აბების ორ სახეობას: აბები, რომლებიც შეიცავენ ერთ ჰორმონს (.. სუფთა პროგესტინები) და კომბინირებული აბები, რომელთა შემადგენლობაში ორი ჰორმონია (ესტროგენი და პროგესტინი). აბების ორივე სახეობა ჰორმონების ძალზე მცირე დოზებს შეიცავს.

უპირატესობები:

აბები მაღალეფექტური (99%) და უსაფრთხო საშალებაა. ამავდროულად, ისინი არეგულირებენ მენსტრუაციას, ამცირებენ საშვილოსნოსა და საკვერცხის კიბოს რისკს, იცავენ სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებებისაგან. მათი გამოყენება შეიძლება ხანგრძლივად, შესვენების გარეშე. ქალს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აბების მიღება და მალევე დაორსულდეს.

გამოყენების წესი:

აბების მიღება ხდება ყოველდღიურად, ერთსა და იმავე დროს. თუ შემთხვევით ერთი აბის მიღება გამოტოვეთ, ის მომდევნო აბთან ერთად უნდა მიიღოთ. თუ ორი ან მეტი აბი გამოტოვეთ, უნდა გააგრძელოთ მათი მიღება, თუმცა მომდევნო კვირის მანძილზე მოგიწევთ კონდომის გამოყენებაც. აბების მიღების დაწყებამდე გულდასმით გაეცანით ინსტრუქციას!

საინექციო კონტრაცეპტივები

საინექციო კონტრაცეპტივები ქალის ბუნებრივ სასქესო ჰორმონს შეიცავენ. ეს ჰორმონი აფერხებს ოვულაციას და, შესაბამისად, ორსულობას. ინიექცია სამედიცინო პერსონალის მიერ უნდა გაკეთდეს. ამ მეთოდის შერჩევამდე წინასწარ გაესაუბრეთ ექიმს.

უპირატესობები:

საინექციო კონტრაცეპცია ძალზე ეფექტური (99%), უსაფრთხო და გამოსაყენებლად მარტივი მეთოდია.

გამოყენების წესი:

პრეპარატის სახეობის შესაბამისად, ინიექცია თვეში ან სამ თვეში ერთხელ კეთდება. ინიექციის ფონზე მენსტრუალური გამონადენი შეიძლება შემცირდეს, შეწყდეს ან არარეგულარული გახდეს. შვილოსნობის უნარი ბოლო ინიექციიდან საშუალოდ 6 თვის განმავლობაში აღდგება.

კანქვეშა ჰორმონალური კაფსულა

იმპლანტი კანქვეშა კაფსულაა, რომელიც გამოყოფს პროგესტაგენის მცირე დოზას და უზრუნველყოფს ხანგრძლივ და შექცევად კონტრაცეპტიულ ეფექტს. მისი გამოყენება შეუძლია რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალს, მათ შორის მეძუძურ ქალებს მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ.

უპირატესობები:

მაღალეფექტური საშუალებაა (99%). იმპლანტის ტიპის ( 1, 2 ან 6 კაფსულიანი) მიხედვით, მისი მოქმედების ხანგძლივობა 3, 5 ან 7 წელია. იმპლანტის ფონზე მენსტრუალური გამონადენი შეიძლება გაძლიერდეს, შემცირდეს ან შეწყდეს კიდეც, მაგრამ ეს საშიში არ არის. იმპლანტი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან.

გამოყენების წესი:

იმპლანტი თავსდება მხრის შიდა ზედაპირზე სპეციალისტის მიერ. მისი ამოღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რის შემდეგადაც შვილოსნობის უნარი პირველივე კვირიდან აღდგება.

 

საშვილოსნოსშიდა საშუალება

საშვილოსნოსშიდა საშუალება სპირალის სახელწოდებითაა ცნობილი.  ის მცირე ზომის (2,5 სმ) პლასტიკურ სხეულია, რომელზეც სპილენძის წვრილი ძაფია დახვეული. საშვილისნოში მოთავსებისას ის ხელს უშლის სპერმატოზოიდების გადაადგილებას კვერცხუჯრედის მიმართულებით, რის გამოც ჩასახვის პროცესი ფერხდება.

უპირატესობები:

სპირალი მაღალეფექტური (99%), უსაფრთხო და კომფორტული საშუალებაა. ის შეიძლება 5-დან 12 წლამდე დარჩეს საშვილოსნოში და საიმედოდ იმუშაოს. სპირალი არ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან, ამიტომ ის არ არის ნაჩვენები იმ ქალებისთვის, რომლებსაც ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავთ.

გამოყენების წესი:

სპირალის ჩადგმისა და ამოღების პროცედურები მხოლოდ ექიმის მიერ ხორციელდება. მისი ამოღების შემდეგ შვილოსნობის უნარი დაუყოვნებლივ აღდგება.

კონდომი

კონდომი ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. ის ლატექსისგან მზადდება და შეიძლება საცხით იყოს დაფარული. კონდომები განსხვავდება ზომით, ფორმით და ფერითაც კი.

უპირატესობები:

კონდომის ეფექტურობა ჩვეულებრივი მოხმარებისას 85%-ია. ის უსაფრთხო, გამოსაყენებლად მარტივი და ადვილად ხელმისაწვდომია. ამავდროულად, ის იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და შიდსისაგან.

გამოყენების წესი:

გამოიყენება ერთჯერადად. დაუშვებელია ვადაგასული ან დაზიანებული პაკეტიდან კონდომის მოხმარება და საცხის სახით ვაზელინის ან მსგავსი ცხიმის გამოყენება.

სპერმიციდები

სპერმიციდები სპერმატოზოიდებს შლიან მანამ, სანამ ისინი საშვილოსნოში შეაღწევენ. ისინი სანთლების,  აბების, საცხისა და ქაფის სახით გვხვდება.

უპირატესობები:

სპერმიციდები უსაფრთხოა, თუმცა ნაკლებად ეფექტურია (71%).

გამოყენების წესი:

სპერმიციდების შეყვანა საშოში უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ ხდება. მათი გამოყენების წინ გულდასმით გაეცანით ინსტრუქციას!

 


ლაქტაციური ამენორეის მეთოდი (ლამ)

ლაქტაცია ძუძუთი კვებას ნიშნავს, ამენორეამენსტრუაციის უქონლობას. ლამ ბუნებრივი მეთოდია, რომელიც ძუძუთი კვების პერიოდში აფერხებს ოვულაციას და, შესაბამისად, ორსულობას.

უპირატესობები:

მეთოდი მაღალეფექტურია (98%), არ აბრკოლებს სქესობრივ ურთიერთობებს და არ მოითხოვს მატერიალურ დანახარჯებს.

 

მეძუძური დედა ორსულობისგან ბუნებრივადაა დაცული მხოლოდ მაშინ, როდესაც შემდეგი სამი პირობა მკაცრად სრულდება:

 

  • ექსკლუზიური ძუძუთი კვება;
  • ბავშვის ასაკი 6 თვემდე;
  • მშობიარობის შემდეგ ქალის მენსტრუალური ციკლი არ არის აღდგენილი.

ექსკლუზიური ძუძუთი კვების დროს ბავშვს დედის რძის გარდა არ ეძლევა სხვა დამატებითი საკვები, სითხე და წყალიც კი. ის იკვებება ინდივიდუალური მოთხოვნის მიხედვით, ხოლო კვებათა შორის ინტერვალი არ აღემატება 3-4 საათს დღისით და 6 საათს ღამით.

მეძუძური დედის დაორსულების შანსი იზრდება, როდესაც ზემოაღნიშნული სამი პირობიდან ერთ-ერთი ირღვევა. ასეთ შემთხვევაში გამოიყენეთ კონტრაცეპციის სხვა მეთოდი, რომელიც ლაქტაციის პერიოდშია ნაჩვენები.

მეძუძური დედებისთვის რეკომენდებული კონტრაცეპტიული საშუალებები:

  • კონდომი;
  • სპირალი;
  • მხოლოდ პროგესტინის შემცველი აბები;
  • საინექციო კონტრაცეპტივები;
  • დიაფრაგმა;
  • სპერმიციდები.

 

Photos

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">