Request appointment

Advices before pregnancy

დიარეა ორსულობის დროს

დიარეა ორსულობის დროს

დიარეა ორსულობის დროს

ნორმალურია, თუ არა დიარეა ორსულობის განმავლობაში?

 დიარეა ორსულობის განმავლობაში უჩვეულოა. (ორსულ ქალებს უფრო ხშირად შეკრულობა აწუხებთ ვიდრე განავლის გათხელება). მაგრამ ზოგიერთი ქალი აღნიშნავს ზომიერ დიარეას ორსულობის გვიან პერიოდში, მშობიარობის დაწყებამდე, და თუკი თქვენ ხართ ორსულობის 37 კვირაზე ნაკლები ვადის ორსული, დიარეა  შესაძლოა იყოს ნაადრევად დაწყებული მშობიარობის ნიშანი.

რა იწვევს დიარეას ორსულობის განმავლობაში?

 ისევე როგორც არაორსულ მდგომარეობაში, დიარეა შესაძლოა გამოწვეული იყოს რაიმე დაავადებით ან საკვებით რომელიც მიიღეთ. დიარეის გამოწვევი მიზეზები ორსულობისას შესაძლოა იყოს:

-საჭმლის მომნელებელი სისტემის ვირუსი ან მომწამლავი საკვები, როგორიცაა ლისტერიოზი.

-ზოგიერთი ანტიბიოტიკი და ანტაციდები.

-უშაქრო ტკბილეული.

-რძის პროდუქტები (თუ თქვენ გაქვთ ლაქტოზის აუტანლობა).

-საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები გამოწვეული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისგან ან ნაწლავის ანთებითი დაავადებისგან.

რა უნდა მოვიმოქმედო თუ მაქვს ენტეროვირუსი ან საკვებისმიერი მოწამვლა?

თუ გაქვთ ენტეროვირუსი ან ზომიერი დიარეა კვებითი მოწამვლისაგან, დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი იმისათვის, რომ დარჩეთ ჰიდრატირებული. თავი შეიკავეთ რძის პროდუქტებისგან და მიიღეთ ადვილად გადასამუშავებელი საკვები როგორიცაა ბანანი, ბრინჯი, სუპი ან ტოსტი. არ მიიღოთ ცხიმიანი საკვები სანამ თავს კარგად არ იგრძნობთ.

აცნობეთ თქვენს ექიმს სიმპტომების შესახებ და კითხეთ რჩევა თუ რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის ანტიდიარეული საშუალების მიღება.

როდის უნდა ვაცნობო ჩემს ექიმს დიარეის შესახებ ორსულობის დროს?

დაურეკეთ თქვენს ექიმს თუ გაქვთ დიარეა, რომელიც გრძელდება 1 დღეზე მეტ ხანს ან გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რომელიმე:

-მუცლისტკივლი

-ცხელება

-ძლიერი დიარეა

-დიარეა სისხლით ან ლორწოთი

-პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა ან გონების კარგვა (დეჰიდრატაციის ნიშნები).

 დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს თუ გაქვთ დიარეა და გრძნობთ თქვენი ნაყოფის გაიშვიათებულ მოძრაობას ან გაქვთ ნაადრევი მშობიარობის ნიშნები როგორიცაა:

  • რეგულარული ან ხშირი შეკუმშვები
  • მომატებული ვაგინალური გამონადენი, ან გამონადენი, რომელიც არის სითხოვანი, სისხლოვანი ან ლორწოვანი
  • მოვლითი ტკივილი
  • სიმძიმის და ჩაწოლის შეგრძნება უკანა ტანში.

 

 

 

minimized="true">