ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

ორსულოობა და კორონავირუსი

ორსულოობა და კორონავირუსი

როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში მივმართოთ ექიმს ?

 

ახალი კორონავირუსის სიმპტომები ძირითადად ხასიათდება მაღალი ტემპერატურით, ხველითა და სუნთქვის გაძნელებით,თუმცა შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც.

მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ: 

გაქვთ ტემპერატურა, ხველა,სურდო, მაგრამ ამასთან: არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან.

ინფექციურ საავადმყოფოს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაში, თუ : ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 და მეტი, ხველა,სუნთქვის გაძნელება; ან, არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაავადებულ პირთან;

მოქალქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაციით. მათ სამედიცინო დაწესებულებასთან 112 გადაამისამართებს.

 

როგორ გადაეცემა კორონავირუსი ადამიანს  ?

 

ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფიცირებისას.

 

შეიძლება თუ არა, კორონავირუსი ორსულისგან ნაყოფს გადაეცეს?

 

 ამ ეტაპზე არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, გადაეცემა თუ არა   ვირუსი დედიდან ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდში, ან რა   გავლენა შეიძლება იქონიოს მან ნაყოფზე.  

 მიმდინარეობს კვლევები ამ მიმართულებით. ორსულებმა უნდა განაგრძონ შესაბამისი პროცედურების დაცვა და გამოიჩინონ სიფრთხილე, რომ თავი აარიდონ ვირუსთან შეხებას და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო პირს იმ შემთხვევაში, თუ გამოუვლინდებათ რამე სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მომატება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება.

  ვიხმარო თუ არა სამედიცინო პირბადე?

სამედიცინო პირბადის ხმარება რეკომენდებულია, თუ გაქვთ რესპირატორული დაავადების (ხველა ან ცემინება) სიმპტომები და პირბადის ხმარება დაინფიცირებისგან სხვების დასაცავად არის საჭირო. თუ ავადმყოფობის არანაირი სიმპტომი არ გაქვთ, პირბადის ხმარება საჭირო არ არის.

იმ შემთხვევაში, თუ ხმარობთ პირბადეს, საჭიროა დაიცვათ მისი სწორად ხმარებისა და გადაგდების წესები, რათა ნიღბის ხმარება იყოს ეფექტური და ასევე - თავიდან აიცილოთ ვირუსის შემდგომი გავრცელების ნებისმიერი რისკი.

მხოლოდ პირბადის ხმარება არ არის საკმარისი ინფექციიების შესაჩერებლად და ამ ქმედების გარდა საჭიროა ხელების ხშირი დაბანა, ხველებისა და ცემინების დროს პირის ღრუს დაფარვა და გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომების (ხველა, ცემინება, მომატებული ტემპერატურა) მქონე პირთან კონტაქტის თავიდან არიდება.

 

 როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსუსგან ?

  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით
  • დახველების ან დაცემინებისას დაიფარეთ პირის ღრუ მოხრილი მკლავით ან ერთჯერადი ცხვირსახოცით. გამოყენებისთანავე გადააგდეთ ეს ცხვირსახოცი.
  • ერიდეთ ახლო კონტაქტს ნებისმიერ პირთან, ვისაც აღენიშნება გაციების ან გრიპის მსგავსი სიმპტომები.
  • დროულად მიმართეთ ექიმს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

minimized="true">