ვიზიტზე ჩაწერა

ორსულობამდე

როგორ აკონტროლოთ ციკლი, როდესაც ცდილობთ დაორსულებას  ?

როგორ აკონტროლოთ ციკლი, როდესაც ცდილობთ დაორსულებას ?

თუ თქვენ მიეკუთვნებით იმ ჯგუფს რომელიც, იკვებება სწორად, ფსიქოემოციური ფონი მშვიდია, გაქვთ რეგულარული სქესობრივი კავშირი და არ გაქვთ რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი, გაქვთ შანსი დაორსულდეთ ექვსი თვიდან ერთ წლამდე პერიოდში. მიზანშეწონილია გქონდეთ შესწავლილი თქვენი მენსტრუალური ციკლი, რათა დადგეს სასურველი ორსულობა, რაც შეიძლება სწრაფად.

მთავარია იცოდეთ, ოვულაციის სავარაუდო დღეები, როდის იქნებით მეტად პროდუქტიულები, რადგან ზუსტად ამ პერიოდშია რეკომენდირებული გქონდეთ სქესობრივი კავშირი.

თუ თქვენი მენსტრუალური ციკლი რეგულარულია, თქვენ იღბლიანი ხართ. გამოითვალეთ ციკლის შუა წერტილი (თქვენი პერიოდის დაწყებიდან დაახლოებით მე-14 დღეს, თუ გაქვთ 28 დღიანი ციკლი) და მონიშნეთ კალენდარზე! ამ ორი-სამი დღის განმავლობაში იქნებით ყველაზე ფერტილური.

თუ თქვენი პერიოდები არარეგულარულია, იპოვნოთ ციკლის სასურველი შუა წერტილი, უფრო მეტად რთულია. ამ შემთხვევაში მოგიწევთ კიდევ უფრო ღრმად გამოიკვლიოთ და შეისწავლოთ, როდის ხართ ფერტილური.

მიაქციეთ ყურადღება თქვენს პერიოდებს. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ხშირად აგვიანებს, მაგრამ ამ შეთხვევაში თქვენ ნამდვილად გაქვთ გრძელი ციკლი (32 დღე ან კიდევ უფრო მეტი).

ასევე შეისწავლეთ ფიზიკური ნიშნები, რაც ოვულაციისაა დამახასიათებელი. ესენია: საშვილოსნოს ყელიდან გამჭირვალე, ბლანტი ლორწოვანი გამონადენი, სხეულის ბაზალური ტემპერატურის მატება, ასევე შესაძლოა აღნიშნოთ მწვავე ტკივილის შეგრძნება კვერცხუჯრედის გამომუშავებისას.

მიმართეთ ექიმს, თუ როგორ უნდა აღმოაჩინოთ ეს ნიშნები.

წარმატებები !

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">