ვიზიტზე ჩაწერა

ლაპარასკოპიული ოპერაციები ოთხის ნაცვლად ერთი მცირედი განაკვეთით

2020-05-28 15:30:24

1805 წელს სარკეებისა და სანთლისგან შექმნილი ინსტრუმენტით დაიწყო ენდოსკოპიური მედიცინის ისტორია,  რომელიც უკავშირდება Philipp Bozzini - სახელს. მას შემდეგ ლაპარასკოპიული ქირურგია მნიშვნელოვნად განვითრდა, დღეს უკვე ურთულესი ოპერაციები სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით ტარდება. ლაპაროსკოპიული ქირურგია ვითარდება სწრაფად და მისი შესაძლებლობები სულ უფრო იხვეწება, ფართოვდება ჩვენებები და  მეტად ანაცვლებს ტრადიციულ ლაპარატომიულ მიდგომას. ლაპაროსკოპია მუცელკვეთასთან შედარებით ბევრად უფრო დამზოგველი და ატრამვული მეთოდია.

საქართველოში წლებია ლაპაროსკოპიული ოპერაციები წარმატებით ტარდება. ცნობილია, რომ გინეკოლოგიაური ლაპარასკოპიული ოპერაციების დროს  მუცლის წინა კედელზე რამდენიმე წერტილოვანი განაკვეთი კეთდება, ასევე რიგ შემთხვევებში შესაძლებელია  ოპერაციების წარმოება ერთ წერტილოვანი განაკვეთით.  ამ ტიპის ოპერაციული მკურნალობა  „გაგუას კლინიკა“ შიც ხორციელდება. კლინიკის ენდოქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი ბექა მეტრეველი აღნიშნულ სიახლესა და ლაპაროსკოპიული ქირურგიის უპირატესობებზე გვესაუბრება.

 

რა უპირატესობები აქვს ლაპაროსკოპიულ ქირურგიას?

ლაპარასკოპიამ შეუცვლელი ადგილი დაიკავა თანამედროვე ქირურუგიაში, ვინაიდან წარმოადგენს ნაკლებ ინვაზიურ მეთოდს. ლაპარატომიასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებიაა ისეთი   გართულებები როგორიცაა:  ინფექციური გართულებები, ტრავმატიზმი, მკვეთრად ნაკლებია სისხლის დანაკაგი. ასევე მნიშვნელოვანია ავღნიშნო რომ გაციებით ნაკლებია პოსტოპერაციული ტკივილი,  ჭრილობასთან დაკავშირებული ინფექციური გართულებები, მცირდება  ოპერაციის შემდგომი თიაქრის ჩამოყალიბების რისკი.  გაცილებით მოკლე დროში აღინიშნება პოსტოპერაცული რეაბილატაცია, ხანმოკლეა ჰოსპიტალიზაციის პერიოდი. უმეტესად იმ დღესვე ხდება პაციენტის გააქტიურევა და მეორე დღეს ბინაზე გაწერა.

მინიმალური სისხლის დანაკარგი, ნაკლები შეხორცებითი პროცესი, უკეთესი ვიზუალიზაცია, შესაძლებელია 5-ჯერ გადიდებული გამოსახულების მიღება- წარმატებულას შესრულებული ოპერაციისთვის მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორებია. დამატებითი ბონუსია  კოსმეტიკური ეფექტი: მცირე ნაწიბურები.

 

თქვენ მიერ ჩატარებული ოპერაციების რა ნაწილი კეთდება ლაპაროსკოპიულად?

დღეს გინეკოლოგიაში ლაპაროსკოპიით  შესაძლებელია ოპერაციების 98% წარმოება.  თუმცა  საჭიროების და ჩვენების შესაბამისად წარმოებს ოპერაციული ჩარევებია ვაგინალური მიდგომით ან ლაპარატომიული გზით.

როგორც ვიცი თქვენს კლინიკაში დაინერგა უახლესი ტექნოლოგიური ინოვაცია - ერთ განაკვეთიანი ლაპაროსკოპიული ოპერაციები. მოგვიყევით ამ სიახლის შესახებ

დიახ,  ძალიან გვეამაყება რომ „გაგუას კლინიკაში“ დავნერგეთ  „Single-port Laparascopy” ერთ პორტიანი ლაპაროსკოპია. ამ დრომდე ლაპარასკოპიული ოპერაციების დროს მინიმალური მცირედი განაკვეთების რაოდენობა იყო 3-4. პირველი არის ე.წ. ტროაკარი, რომლის საშუალებითაც კამერის საშუალებით ვაწარმომებთ ვიზუალიზაციას, შემდეგ სამუშაოდ ვიყენებთ კიდევ სამ მცირედ განაკვეთს და შესაბამისად, სამ ინსტრუმენტს. რადგან 4 მცირედი განაკვეთი გვაქვს, ოპერაციაში 2 ქირურგი და 4 ხელია ჩართული.  განსხვავება ამ ორ მეთოდს შორის ის არის, რომ ერათ პორტიანი ლაპარასკოპიის დროს ჭიპში თავსდება ერთი პორტი, საიდანაც ხდება ყველა ინსტრუმენტის ჩატანა და ისევ 2 ქირურგი და 4 ხელი მუშაობს, უბრალოდ ერთი მცირედი განაკვეთიდან.

 

 

         

 

ლაპაროსკოპიული მედიცინის წარმატებაში რამდენად მნიშვნელოვანია აპარატურა?

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად აუცილებელია თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპარატურა. „გაგუას კლინიკა“ აღჭურვილია სწორედ ასეთი აპარატურით.

ტექნიკის პარალელურად კი დიდი მნიშვნელობა აქვს ექიმის კვალიფიკაციას.ქირურგს სივრცეში ორიენტირების  უნარი სჭირდება, რადგან უყურებს მონიტორზე და მუშაობს მუცელში.  თუმცა წარმატებისთვის მნიშვენელოვანია გუნდური პრინციპი საოპერაციო მედდა, ტექნიკოსი  ქირურგთათ ერთად შრომს საუკეთესო გამოსავლის მისაღებად. თითოეული რგოლის გამოცდილება და კვალიფიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ლაპაროსკოპია წარმატებით გამოიყენება უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. რატომ არის აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით წარმატებული?

პირველი ლაპაროსკოპი სწორედ დიაგნოსტირებისთვის გამოიყენეს. 1901წ. ცნობილი მეან-გინეკოლოგი პროფესორი ოტტი პეტერბურგში, მუცლის ღრუში ჩავიდა აპარტით, რომელიც ანათებდა და ჩაიხედა, თუ რა ხდებოდა იქ. დღესაც მას სამკურნალო დიაგნოსტიკური მნიშვნელობა გააჩნია რიგ შემთხვევებში. კონკრეტულად უშვილობის დიაგნოსტირებისთვის კი ერთ-ერთი ოქროს სტანდარტია. დიაგნოზის დასმისას ხშირად შესაძლეებლია ჩარევაც, მაგ მილის გამტარობის აღდგენა ან სინექიოლიზისი- შეხორცებების გათიშვა.

კიდევ რა შემთხვევებშია ლაპაროსკოპია განსაკუთრებულად ეფექტური?

საკვერცხის კისტის დროს, შემთხვევების თითქმის 100%-ში გამოიყენება ლაპაროსკოპიული ქირურგია. ამ დროს ფაქტობრივად მიკროქირურგიულ დონეზე ხდება ჩარევა და კისტის ამოსახსვრა. საკვერცხეში მდებარე სისხლძარღვების წერტილოვანი კოაგულაცია, არ ხდება სისხლდენა და საკვერცხის ქსოვილის დაზიანება.  ეს ის შემთხვევა, როდესაც მუცელკვეთასთნ შედარებით ლაპაროსკოპია უფრო დამზოგველი და ეფექტურია. ოპერაცია უმეტეს წილად გრძელდება ნახევარი საათიდან 1 საათამდე. მეორე დღეს კი პაციენტი სახლში მიდის.   

ასევე, ლაპაროსკოპიულად წარმოებს ისეთი ოპერაციები როგორიცაა ჰისტერექტომია, ( საშვილონოს ამოკვეთა) მიომექტომია- საშვილოსნოდან კვანძების ამოკვეთა. შეგვიძლია ოპერაციული მკურნნალობა საშოს კედლების დაწევს და საშვილოსნოს გამოვარდნის შემთხვევაში.

რას ურჩევთ პაციენტებს, რომლებიც ლაპაროსკოპიულ ოპერაციას გეგმავენ?

21 საუკუნის მაღალი ტექნოლოგიური მეთოდი, გამოცდილი ქირურგი და მაღაკვალიფიციური სამედიცინო გუნდი თქვენი წარმატებული ოპერაციის საწინდარი იქნება.

სურათები

minimized="true">