ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა ორსულობის დროს

ჰიპერჰიდროზი - ჭარბი ოფლიანობა ორსულობის დროს

ქალის ორგანიზმი მეტად განიცდის სტრესებს და ჰორმონალურ ცვლილებებს, ვიდრე მამაკაცის. როგორც წესი, ძირითადი ურთულესი «პიკები» ემთხვევა ორსულობის და მენოპაუზის პერიოდს. ორსულობისას მომატებული ოფლიანობის ძირითადი მიზეზია — ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები.

 

  • ორსულობისას ჭარბი ოფლიანობა დამახასიათებელია, ძირითადად ორსულობის პირველ ნახევარში. თუმცა ორსულობის ბოლო თვეებში, ქალი შეიძლება ჩვეულებრივზე მეტად, უბრალოდ დამატებითი დატვირთვის გამო ოფლიანობდეს, განსაკუთრებით თუ მრავალნაყოფიანი ორსულობა

  • ორსულობისას ორგანიზმში ხდება საოფლე და ცხიმოვანი ჯირკვლების მოქმედების გაძლიერება, რაც კანის მდგომარეობაზეც კი აისახება: ნორმალური კანი შეიძლება ცხიმიანი გახდეს ან პირიქით მშრალი.

  • ორსულობის შუაში ოფლიანობის პრობლემა ნაკლებადაა გამოხატული, მაგრამ სრულად მაინც არ ქრება. საქმე იმაშია, რომ ნაყოფის ზრდასა და განვითარებასთან დაკავშირებით სხეულში მოცირკულირე სისხლის რაოდენობა 30-40% ით იზრდება. ორგანიზმში მომატებული სითხის რაოდენობა ზრდის ოფლისა და ვაგინალური გამონადენის გამოყოფას.

  • ბავშვის დაბადების შემდეგ ჭარბი ოფლიანობა გაივლის, თუმცა ზოგიერთ ახალგაზრდა დედებს ჭარბი ოფლიანობა შეიძლება კიდევ რამდენიმე კვირა ან ძუძუთი კვების პერიოდის ბოლომდეც კი გაუგრძელდეს.

     

    ორსულებისათვის არ არის რეკომენდებული ანტიპერსპირანტების გამოყენება, განსაკუთრებით თუ ისინი შეიცავენ ბაქტერიოციდულ და სადეზინფექციო დანამატებს (ეთილის სპირტი, ტრიკლოზანი) — რამაც შეიძლება ალერგია  და კანზე გამონაყარი გამოიწვიოს. 

Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">