0322 53 22 21

სერვისები

                   

 

 

ორსულთა პათოლოგია

 

 

 

 

 

                                           

   

 

 

 

 

 

    გაგუას კლინიკაში ფუნქციონირებს ორსულთა პათოლოგიის განყოფილება, სადაც ორსულობასთან დაკავშირებული ყველა სახის პათოლოგიური შემთხვევევის მართვა წარმოებს.

კლინიკში არსებულ ორსულთა პათოლოგიის განყოფილებაში მიმდინარეობს:

 

 

  • მძიმე ფორმის პრეეკლამფსიის დიაგნოსტირება, მკურნალობა და მართვა;
  • ნებისმიერი ექსტრაგენიტალური პათოლოგიის დიაგნოსტირება და მართვა.
  • მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის პროგნოზირება, პრევენცია ,მართვა;
  • ნაყოფის პათოლოგიური მდგომარეობების  დროს ორსულობისა და მშობიარობის მართვა;

 

  ნაადრევი მშობიარობა 

  ორსულობის 23-დან 37-ე კვირამდე დაწყებულ მშობიარობას ნაადრევი ეწოდება.

ნაყოფი, რომელიც ნაადრევი მშობიარობის შედეგად იბადება, დღენაკლული, მაგრამ სიცოცხლისუნარიანია.       

  ახალშობილის დღენაკლულობის ხარისხი სამედიცინო გამოკვლევის საფუძველზე განისაზღვრება. შემოწმებისას დიდი ყურადღება ექცევა ახალშობილის სიგრძეს, წონას და სხვა პარამეტრებს.ნაადრევ მშობიარობას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის - დედის ავადმყოფობა, ინტოქსიკაცია და ინფანტილიზმი.

   ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკა გულისხმობს: 

  • ცხოვრებისა და კვების მართებულ რეჟიმს;
  • ინფექციისა და ინტოქსიკაციის თავიდან აცილებას;
  • ორსულის ამა თუ იმ დაავადების დროულ დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

 

 

 

 

 

 

                                       

  

 

 

 

ვადაგადაცილებული ორსულობა

 

  ვადაგადაცილებული ეწოდება ორსულობას 41-ე კვირის შემდეგ. ამ დროს იბადება გადამწიფებული ნაყოფი. ვადის გადაცილებას ხელს უწყობს დედის ენდოკრინული დარღვევები, საშვილოსნოს კუმშვადობის შემცირება. განმეორებითმშობიარეებთან, რომლებსაც პირველი მშობიარობა ნორმალური ჰქონდათ, ვადაგადაცილება უფრო იშვიათია, ვიდრე ოცდაათ წელზე უფროსი ასაკის პირველმშობიარეებთან.

 

 

                                             

 

                                                              პრეეკლამფსია და ეკლამფსია

 

 

 

 

                                 

 

 

 

 

 

  პრეეკლამფსია წარმოადგენს ორსულობით განპირობებულ ჰიპერტენზიას, რომელიც ვითარდება ორსულობის 20 კვირის ვადის შემდეგ პროტეინურიასა (>0,3გ/ლ) და სხვა ორგანოთა და სისტემების დაზიანებასთან ერთად .

 მძიმე პრეეკლამფსია არის პრეეკლამფსია, რომელიც ვითარდება ორსულობის 34 კვირის ვადამდე მძიმე პროტეინურიითა და პოლიორგანული დაზიანების ერთ, ან მეტ ნიშანთან ერთად  .

 ეკლამფსია განისაზღვრება, როგორც პრეეკლამფსიის ფონზე განვითარებული ერთი, ან მეტი გულყრა.

 

რისკ-ფაქტორები :

 

  •  პირველი ორსულობა - 3-10%;
  •  ასაკი 35 წელი;
  •  გენეტიკური განწყობა;
  •  ჭარბი წონა - BMI >35კგ/მ2 - 13%;
  •  მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  •  ქრონიკული ჰიპერტენზია;
  •  ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი;

 

პრევენცია :

 

 

  არ არსებობს პრეეკლამფსია/ეკლამფსიის პრევენციის აბსოლუტურად ეფექტური მეთოდი. ამ შემთხვევაში პრევენცია გულისხმობს პრეეკლამფსიის კლინიკურ გამოვლინებას ორსულობის შედარებით გვიან ვადებზე და მსუბუქი ფორმით. ანტიაგრეგანტების (ასპირინის დაბალი დოზები 75მგ/დღეში) გამოყენება რისკის ჯგუფში 19%-ით აქვეითებს პრეეკლამფსიის განვითარების ალბათობას . სუფთა კალციუმის გამოყენება (1გ/დღეში) აქვეითებს პრეეკლამფსიის განვითარების რისკს საერთო პოპულაციაში 50%-ით და რისკის ჯგუფში 78%- ით.

 

 

 

 

                                         

 

 

 

   

                                    

  პრეეკლამფსიის დროს ნაყოფის სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება ფერხდება. მართალია, ნაყოფი ცდილობს, აინაზღაუროს დანაკლისი, მაგრამ თუ კორექცია დროულად არ მოხდა, კომპენსაცია ვეღარ ხერხდება, განვითარება ფერხდება და ნაყოფი სიმწიფით ჩამორჩება ასაკს, მძიმე ფორმის შემთხვევაში კი შესაძლოა დაიღუპოს კიდეც.

  როგორც მოგახსენეთ, მთავარი დიაგნოსტიკური კრიტერიუმი წნევისა და პროტეინურიის მაჩვენებლებია. დიაგნოზის დასმის შემდეგ მდგომარეობის სიმძიმის შესაფასებლად, მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად სხვა კვლევების ჩატარება, ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა ორგანოების ფუნქციის ბიოქიმიური შეფასებაც არის საჭირო. მნიშვნელოვანია ოლიგურიის ანუ შარდის რაოდენობის შემცირების გამოვლენაც. ეს ნიშნები თირკმელების ფუნქციის დაქვეითებაზე მიუთითებს. მძიმე პრეეკლამფსიის დროს მცირდება თრომბოციტების რაოდენობაც, რაც საბოლოოდ შესაძლოა სისხლის შედედების სერიოზულ პრობლემად იქცეს, ამიტომ თრომბოციტოპენიის დროული გამოვლენაც აუცილებელია.

 

 

 

                        

 

 

 

 

  მკურნალობა სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება: არტერიული წნევის ნორმალიზებასა და კონტროლს, გულყრის პრევენციას მაგნეზიური თერაპიით და ოპტიმალურ ვადაზე მშობიარობას. მსუბუქ პრეეკლამფსიას ჰიპოტონიკების მეშვეობით ვმართავთ. თუ წნევის ციფრები იმატებს ანუ პრეეკლამფსია მძიმდება ან თავს იჩენს პოლიორგანული დაზიანების სხვა ნიშნები, აუცილებელია მაგნეზლური თერაპიის დაწყება. ეს გახლავთ მაგნიუმის სულფატის ინტრავენური ინფუზია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ის გულყრის პრევენციას ახდენს. გულყრა ეკლამფსიის ყველაზე რთული და საშიში სიმპტომია. საქმე აქამდე არ უნდა მივიდეს, თორემ შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს. პრეეკლამფსიის დროს სიკვდილის მიზეზი უმეტესად სწორედ თავის ტვინში სისხლჩაქცევაა. სამწუხაროდ, შესაძლოა თავად მაგნეზიური თერაპიაც პრობლემად იქცეს გვერდითი ეფექტების გამო. მაგნიუმის სულფატით ინტოქსიკაციის ნიშნებია ტკივილი გულმკერდის არეში, შარდის რაოდენობის შემცირება ან სრული არარსებობა, სუნთქვის გაიშვიათება. ამ სიმპტომების გამომჟღავნებისას მაგნიუმის ინფუზია უნდა შეწყდეს და, საჭიროებისამებრ, შეყვანილ იქნეს ანტიდოტი.

 

 

 

 

 

 

  

 

 

ექიმთან ვიზიტი

თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი სახლიდან გაუსვლელად ჩვენი კოლქტივი მოგემსახურებათ რიგის გარეშე