0322 53 22 21

სერვისები

მშობიარობა

მშობიარობის დროს თქვენ მოთავსდებით ინდივიდუალურ სამშობიარო ბლოკში. ამით შევეწინააღმდეგებით ჯვარედინ ინფექციას და დავიცავთ თქვენს კონფიდენციალურობას. ინდივიდულურ ბლოკში არის შვედური კედელი, სპეციალური ბურთები. მეანი და ბებიაქალი მოგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი საშუალება და პოზიცია, რათა გაგიავილდეთ მშობიარობა.

 

 

                           მშობიარობის გართულების შემთხვევაში ბლოკი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო აპარატურით.

 

 

 

                                   

 

 

 

მშობიარობიდან 2 საათის შემდეგ გადახვალთ პალატაში რომელსაც თქვენი სურვილისამებრ შეარჩევთ. მშობიარობის შემდგომი ჩვენი მიზანია მოგეხმაროთ თქვენი ძალების აღდგენაში, რათა სახლში ბავშვის დამოუკიდებელი მოვლა შეძლოთ. გამოცდილი ექთნები დაბანენ და დაამუშავებენ თქვენს პატარას თქვენს თვალწინ, საშუალება გექნებათ დააკვირდეთ მათ, დაუსვათ კითხვები და მიიღოთ რჩევები. მეძუძურ დედას ადექვატური კვება ჭირდება, 500 კალორიით უფრო მეტი საკვები დღეში ვიდრე ორსულობისას. ამიტომაც ჩვენი რაციონი შექმნილია მელოგინე ქალებისათვის, საკმაოდ გემრიელი და მრავალფეროვანია. ჩვენ ყოველმხრივ ვეცდებით არ გაგაწბილოთ და დაგახვედროთ მშვიდი და კომფორტული გარემო და რაც მთავარია, მაღალპროფესიული მომსახურეობა.

ექიმთან ვიზიტი

თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი სახლიდან გაუსვლელად ჩვენი კოლქტივი მოგემსახურებათ რიგის გარეშე