0322 53 22 21

სერვისები

                                                                      იმუნიზაციის კაბინეტი 

 

                                           უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების ვაქცინები გაგუას კლინიკაში

 

                                            

                                                        

                                            დროულად აცერით და დაიცავით პატარა საშიში დაავადებებისგან !!!

 

  

   იმუნიზაცია და ვაქცინაცია წარმოადგენს პროფილაქტიკურ (პრევენციულ) ღონისძიებათა სისტემას, მიმართულს ზოგიერთი ინფექციური დაავადების თავიდან აცილებისა და დაავადების ზემოქმედების რისკის შემცირებისაკენ.
ზოგიერთი დაავადებების მიმართ ხანგრძლივი იმუნიტეტის შექმნა შესაძლებელია ვაქცინაციის მეშვეობით, რომელიც ითვლება დაავადებებისაგან თავის დაცვის ყველაზე ეფექტურ და ეკონომიური საშუალებად თანამედროვე მედიცინაში.


გახსოვდეთ 

• ვაქცინაცია მედიცინის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა. ვაქცინაციის შედეგად იზრდება ბავშვის გამძლეობა ინფექციური დაავადებების მიმართ.
• თქვენი ვალია დროული აცრით დააზღვიოთ თქვენი შვილები ისეთი სახიფათო დაავადებებისაგან, როგორიცაა ტუბერკულოზი, დიფტერია, პოლიომიელიტი, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, ყბაყურა, ვირუსული ჰეპატიტი და სხვა.
გაგუას კლინიკაში ვაქცინები ინახება „ცივი ჯაჭვის“ წესების სრული დაცვით.

 
 

 

 

      

   

 

 

 

 

                                                                   ულტრაბგერითი კვლევა

 

 

 

 

                                             

                                                   

                             

 



   უკანასკნელი ტექნოლოგიების ულტრაბგერითი აპარატი, გვაძლევს  საშუალებას მივიღოთ ნაყოფის რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოვებული  მოცულობითი გამოსახულება.

  ულტრაბგერითი აპარატით შესაძლებელია დაავადების დიაგნოსტიკა ჯერ კიდევ მის კლინიკურ გამოვლინებამდე,რაც თავიდან აგვაცილებს მოსალოდნელ გართულებებს.

     3D/4D კვლევა ტარდება ოსრულობის ნებისმიერ ვადაზე, მაგრამ უნდა იყოს გათვალისწინებული , რომ რაც უფრო პატარაა გესტაციური ასაკი, მით უფრო კარგად ხდება ნაყოფის ვიზუალიზაცია მთლიანად, ხოლო რაც უფრო დიდია გესტაციური ასაკი, მით უკეთესად ხდება სახის და მისი სტრუქტურების გამოსახულების მიღება. 

 

 

 

 

 

 

 

                                              ახალშობილთა ინტენსიური თერაპიისა და რეანიმაციის განყოფილება

 

 

 

                                                         

 

 

 

ჩვენი კლინიკის ინტენსიური თერაპია აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით, რაც საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ მკურნალობის მაღალ ხარისხს.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მუდმივ რეჟიმში მუშაობენ მაღალკვალიფიციური  ექიმები.

ჩვენთან, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ოჯახის წევრებმა შეძლონ პაციენტის მონახულება.

პაციენტის მონახულება და მის მკურნალ ექიმთან გასაუბრება შესაძლებელია წინასწარ განსაზღვრულ ნახვის საათებში.

 

 

                                                      სტომატოლოგია  გაგუას კლინიკაში

 

 

                                

 

გაგუას კლინიკის სტომატოლოგიური განყოფილება აღჭურვილია უახლესი აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ექიმებით. ჩვენი კლინიკა გთავაზობთ სტომატოლოგიური პროცედურების ფართო სპექტრს.

ექიმთან ვიზიტი

თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი სახლიდან გაუსვლელად ჩვენი კოლქტივი მოგემსახურებათ რიგის გარეშე