0322 53 22 21

მშობელთა სკოლა

 

    გაგუას კლინიკაში ფუნქციონირებს მშობელთა სკოლა. მისი ძირითადი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ოჯახის დაგეგმვის, ორსულობის, ფიზიოლოგიური მშობიარობისა და შესაძლო გართულებებისა, ბალანსირებული კვების, ჩვილის პირველადი მეთვალყურეობისა და ახალშობილის ზრდა განვითარების შესახებ. ამ შეხვედრების დროს პასუხი გაეცემა ყველა კითხვას, რომელიც მომავალ მშობლებს შეიძლება გაუჩნდეს.

 

                                   

 

   ჩვენ დაგეხმარებით შეგიმციროთ შიში და უკეთ მოემზადოთ ამ მნიშვნელოვანი მომენტისათვის. ჩვენი შეხვედრების შემდეგ საკუთარი ძალების რწმენა მოგემატებათ. თქვენი პარტნიორიც გაიცნობს ყველა იმ საშუალებას, რომლითაც შეძლებს თქვენს მხარდაჭერას, ორსულობის, მშობიარობის და ლოგიანობის პერიოდში.
გიწვევთ მყუდროდ მოწყობილ ოთახში, სადაც ორსულ ქალსა და მის პარტნიორს სპეციალურად მომზადებულ სპეციალისტები მიაწოდებენ ინფორმაციას ქვემოთჩამოთვლილი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. აუდიო-ვიზუალური საშუალებების, ბუკლეტების, საშუალებებით მოგაწვდით ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხზე. თბილ და მეგობრულ გარემოში გაეცნობით თქვენი და თქვენი ბავშვის ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპის უზრუნველყოფისთვის საჭირო წესებსა და ჩვევებს.
მშობელთა სკოლას კურსის გავლის შემდეგ, როგორც წესი, ქალები უკეთ და იოლად მშობიარობენ, გართულებები იშვითად ემართებათ და ბავშვის გაზრდაც უიოლდებათ.

გააკეთეთ სწორი არჩევანი!

მობრძანდით მშობელთა სკოლაში თქვენი მომავალი ბავშვის მამასთან ერთად და თქვენი ოჯახი კიდევ უფრო მყარი, მშვიდი და ბედნიერი იქნება.

ექიმთან ვიზიტი

თქვენ შეგიძლიათ დაჯავშნოთ ექიმთან ვიზიტი სახლიდან გაუსვლელად ჩვენი კოლქტივი მოგემსახურებათ რიგის გარეშე