ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

პანდემიური (H1N1) გრიპი და ორსულობა

პანდემიური (H1N1) გრიპი და ორსულობა

H1N1

პანდემიური (H1N1) 2009 გრიპი წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, გამომწვევია - A გრიპის ვირუსი, რომელიც გენეტიკურად ახლოს დგას ღორის გრიპის ვირუსთან. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) განცხადებით ეს შტამი არასოდეს ყოფილა იზოლირებული ღორებისაგან ადრე. ვირუსი იოლად გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს და იწვევს სეზონური გრიპისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს.

ორსულები, მათ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებებიდან გამომდინარე, რესპირატორული გართულებების რისკის ქვეშ არიან, განსაკუთრებით II და III ტრიმესტრში.

ძირითად კლინიკურ სიმპტომო კომპლექსს წარმოადგენს: ცხელება, სისუსტე, მშრალი ხველა, ყელისა და თავის ტკივილი.

ორსულებში კლინიკურად დადასტურებული გაურთულებელი გრიპოზული ინფექცია ძირითადად სრულდება სრული გამოჯანმრთელებით. ადეკვატური და დროული ეტიოპათოგენეზური მკურნალობით.

მსუბუქი ცხელება, სურდო და ახლად აღმოცენებული ხველასასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა და მათი არსებობისას ორსულთა უმეტესი ნაწილი შეიძლება იმართოს ბინაზე სითხეების მიღებითა და სიცხის დამწევი საშუალების /პარაცეტამოლით/ გამოყენების ფონზე. ორსულებში ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის;ანტივირუსული თერაპია შედარებით ეფექტურია დაავადების სიმპტომების დაწყებიდან 48 საათის შემდეგაც , თითქმის 7 დღემდე;რეკომენდებულია გრიპით დაავადებულ ორსულთა ანტივირუსული პრეპარატებით მკურნალობის ადრეული დაწყება

არ უნდა იქნას გამოყენებული საცალო გაყიდვაში არსებული ხველისა და გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტები, მათში პარაცეტამოლისა და იბუპროფენის მაღალი დოზირების გამო;გაურთულებელ შემთხვევებში ორსულებში ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშნვა რეკომენდებული არ არის.ემპირიული ანტიბიოთიკოთერაპია ნაჩვენებია ორსულებში გრიპის სიმპტომებით, რომლებსაც შემდეგი გართულებები უვითარდებათ: ქვემო სასუნთქი გზების ინფექცია, მწვავე ჩირქოვანი ტონზილიტი, ლიმფადენოპათია და ჩირქოვანი ოტიტი.

2010 წლის მაისის თვიდან ხელმისაწვდომი გახდა ახალი H1N1 პანდემიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ორსულები უპირველეს ყოვლისა უნდა იყვნენ აცრილები გრიპის შემდგომი გართულებებისა და სიკვდილობის შემცირების მიზნით.

არანაირი საფუძველი არა აქვს ორსულობის შეწყვეტას პირველ ან მეორე ტრიმესტრში, თუ ორსულობის გაგრძელება საზიანო არ იქნება ქალის მდგომარეობისათვის;

გრიპის სიმპტომების მქონე მშობირეთა უმეტესობას შეუძლია წარმატებით გადაიტანოს მშობიარობა ადეკვატური გაუტკივარებითა და ჰიდრაციით;

 

რჩევების გამოწერა

თვალი ადევნე შენი ბავშვის განვითარებას !