ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

ორსულობა და თვითმფრინავით გადაადგილება

ორსულობა და თვითმფრინავით გადაადგილება

ამერიკელი მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციით ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის დროს, როცა გართულება არ აღენიშნება არც ნაყოფს და არც დედას, თვითმფრინავით გადაადგილება დასაშვებია 36 კვირამდე (ტყუპებზე ორსულობის დროს 32 კვირამდე).  სხვა შემთხვევაში უმჯობესია მიმართოთ ექიმს და მიიღოთ მისგან რეკომენდაცია.

გამგზავრებამდე აუცილებლად შეამოწმეთ ავიაკომპანიის წესები, ზოგ მათგანს აქვს განსხვავებული მიდგომა ორსული მგზავრებისათის ან ითხოვს დამატებით ჯანმრთელობის დამადასტურებელ დოკუმენტს.

ორსულთათვის არსებობს დამატებითი რეკომენდაციები, რათა გართულებების გარეშე ჩაიაროს ფრენამ, კერძოდ:

  • დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი
  • იარეთ ხშირად თვითმფრინავში, შეეცადეთ არ იჯდეთ მთელი ფრენის განმავლობაში
  • უსაფრთხობის ღვედის გაკეთების დროს მიაქციეთ ყურადღება რომ ღვედი მუცლის ქვემოთ იყოს მოთავსებული და არ ფარავდეს მას.
  • ჩაიცვით ელასტიური კოლგოტი  ვენური თრომბოემბოლიის რისკის თავიდან ასაცილებლად.
Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">