ვიზიტზე ჩაწერა

ორსულებისთვის

რა არ უნდა მივირთვათ ორსულობის დროს

რა არ უნდა მივირთვათ ორსულობის დროს

ორსულობის დროს ბალანსირებული კვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ნაყოფის სწორად განვითარებისათვის. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არსებობს ისეთი პროდუქტებიც რომელსაც თავი უნდა ავარიდოთ.

თავი აარიდეთ კარგად მოუმზადებელი (უმი) ხორცის მიღებას, ამ დროს მაღალია ტოქსოპლაზმით და სალმონელათი დაავადების შანსი.

გიყვართ სუში და უმი თევზი? შეეცადეთ მასაც აარიდოთ თავი, თევზის ზოგ სახეობაში აღმოჩენილი მაღალი შემცველობის მერკური ნაყოფის ტვინის განვითარების მანკებთან არის დაკავშირებული.

რაც შეეხება კოფეინს, რეკომენდაცია გეძლევათ დღეში ერთი ჭიქის მიღებისა, დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება, განსაკუთრებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში დაკავშირებულია ნაადრევი მშობირობის მომატებულ რისკებთან. გაითვალისწინეთ რომ კოფეინი შარდმდენია და მისი მიღების შემდეგ გაზარდეთ თქვენი დღიური წყლის მოხმარების დონე.

ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია ორსულობის დროს. იგი დიდ გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე და შესაძლოა ისეთი გართულებაც მივიღოთ როგორიცაა ნაყოფის ალკოჰოლური სინდრომი

საბოლოოდ კი გაითვალისწინეთ რომ კარგად გარეცხოთ ბოსტნეული რათა თავიდან აიცილოთ ისეთი გართულება როგორიცაა ტოქსოპლაზმოზი.

რჩევების გამოწერა

თვალი ადევნე შენი ბავშვის განვითარებას !