ვიზიტზე ჩაწერა

ახალშობილებისთვის

ხელოვნური კვება

ხელოვნური კვება

ხელოვნური კვება

სანამ ბავშვს ხელოვნურ კვებას დააწყებინებდეთ, დაიმახსოვრეთ, დედის რძე საუკეთესო საკვებია და მისი მსგავსი ხელოვნური საკვები არ არსებობს. თუმცა, თუ ყველა ძალისხმევის მიუხედავად ძუძუთი კვება მაინც არ ხერხდება, აირჩიეთ ქარხნული ნარევი, რომელიც შემადგენლობით უფრო მეტად უახლოვდება ქალის რძეს, ვიდრე სახლში დამზადებული.
ქარხნული წესით დამზადებულ ნარევს სხვაგვარად ფორმულას უწოდებენ. განასხვავებენ ორი სახის ფორმულას:

  • ფიზიოლოგიური ნარევიგამოიყენებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ჯანმრთელი ბავშვის კვებისათვის;
  • სამკურნალო ნარევიგამოიყენება სპეციალური სამედიცინო ჩვენების არსებობისას (მაგალითად, კვებითი ალერგია, რძის ცალკეული ელემენტების აუტანლობა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები).
    ქარხნული წესით დამზადებული ნებისმიერი წარმოების საკვები ფორმულა შემადგენლობით იდენტურია. მათ ამზადებენ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით;
  • ხელოვნური ნარევის მომზადებისას მკაცრად უნდა დაიცვათ ეტიკეტზე მოცემული მომზადების წესი! დაუშვებელია მომზადებისას მითითებული წესის დარღვევა!
  • ხელოვნური ნარევი უნდა მომზადდეს ყოველი კვების წინ და შეთბეს (ან გაგრილდეს) დაახლოებით სხეულის ტემპერატურამდე;
  • კვების დროს საჭიროა სპეციალური ჭიქის ან ბოთლისა და საწოვარას გამოყენება;
  • ბოთლიდან წოვის დროს საწოვარა უნდა იყოს საკვებით სავსე, რათა ბავშვმა ჰაერი არ გადაყლაპოს;
  • გახსოვდეთ, რომ ბავშვებს, რომლებიც ძუძუთი არ იკვებებიან, აკლიათ თქვენთან კონტაქტი და მეტ ყურადღებას საჭიროებენ;
  • ხელოვნური კვების დროს ბავშვი ისეთ პოზიციაში უნდა დაიჭიროთ, როგორც ძუძუთი კვებისას. პატარა ასე უკეთ შეიგრძნობს დედის სხეულის სითბოს, მის სახესაც უკეთ აღიქვამს, რაც მისი განვითარების ერთ-ერთი სტიმული და სიმშვიდის გარანტიაა.
Powered by ProofFactor - Social Proof Notifications
minimized="true">