ვიზიტზე ჩაწერა

ახალშობილებისთვის

ადრეული ძუძუთი კვება

ადრეული ძუძუთი კვება

ადრეული ძუძუთი კვება

ადრეული ძუძუთი კვება მიმართულია წარმატებული ძუძუთი კვების ჩამოყალიბების, ახალშობილის სითბური დაცვის, ინფექციის პროფილაქტიკისა და დედა-შვილს შორის კავშირის დამყარებისაკენ.

ახალშობილი მზად არის პირველი კვება დაბადებიდან 25-55 წუთში დაიწყოს. ნუ დააძალებთ ბავშვს ძუძუთი კვებას, თუკი ის მზად არ არის კვებისთვის!
დააცადეთ, სანამ გამოვლინდება ბავშვის მხრიდან კვები-სადმი მზადყოფნის ნიშნები, კერძოდ :

  • ბავშვი მიიწევს დედის ძუძუსკენ;
  • ბავშვი უყურებს დედის ძუძუს;
  • ბავშვი ეხება ძუძუს;
  • ბავშვი ავლენს რეფლექსს (ატრიალებს თავს, ლოკავს ტუჩებს და აღებს პირს)
  • არ შეზღუდოთ კვება: ბავშვი თავად შეწყვეტს მას. ადრეული, შეუზღუდავი ძუძუთი კვება ახალშობილს აძლევს ენერგიას გასათბობად; საკვებ ნივთიერებებს -ზრდისთვის; ხელს უწყობს დედასა და ბავშვს შორის კავშირების დამყარებას
  • ადრეული ძუძუთი კვებით დედის ორგანიზმში გამომუშავდება ჰორმონი ოქსიტოცინი, რაც ხელს უწყობს საშვილოსნოს შეკუმშვას და ამცირებს სისხლდენის რისკს. საკეისრო კვეთის შემდეგ აუცილებელია ძუძუთი კვების, რაც შეიძლება ადრე დაწყების ორგანიზებაროგორც კი დედა ნარკოზიდან გამოვა.
  • პირველი რძე (ხსენი) აუცილებელია ბავშვისათვის, რადგან ის იცავს პატარას მრავალი დაავადებისაგან. გარდა ამისა, ხსენი შეიცავს მნიშვნელოვან ზრდის ფაქტორებს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მომწიფებას, ტვინის, ნერვული სისტემისა და თვალის განვითარებას. ხსენის გარდა, ბავშვს არ უნდა მისცეთ სხვა საკვები ან სითხე. ხსენი მცირე რაოდენობით გამომუშავდება, მაგრამ ის აბსოლუტურად საკმარისია ბავშვისთვის.

რჩევების გამოწერა

თვალი ადევნე შენი ბავშვის განვითარებას !