ვიზიტზე ჩაწერა

ახალშობილებისთვის

1 თვე

1 თვე

     1 თვის  ასაკისთვის  ბავშვმა  უნდა  შეძლოს:

 

  • თავის მობრუნება ლოყასთან ან პირთან მიტანილი ხელისკენ;
  • ორივე ხელის მიტანა პირთან;
  • ნაცნობი ხმების გაგონებაზე თავის მიბრუნება;
  • ძუძუს წოვა და დედის მკერდზე ხელით შეხება.

 

რჩევები  მშობლებს  და  მომვლელებს:

  • დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში აუცილებელია ახალშობილს მიეცეს დედის რძე;
  • აუცილებლად ხელით დაიჭირეთ ბავშვის თავი მისი ხელში აყვანისას (ვინაიდან თვითონ თავის დაჭერა ჯერ არ შეუძლია);
  • ხშირად მოეფერეთ; იყავით ალერსიანი, მაშინაც კი, როცა დაღლილი ხართ;
  • ხშირად კვებეთ ძუძუთი მოთხოვნილებისამებრ დღისით და ღამით;
  • შეძლებისდაგვარად ხშირად ესაუბრეთ, წაუკითხეთ და უმღერეთ;
  • მიიყვანეთ ჩვილი პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაში სამშობიარო სახლიდან გამოწერის შემდეგ პირველივე კვირაში.

 

 

 საშიში ნიშნები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს:

  • ძუძუს წოვის გაძნელება ან წოვაზე უარი;
  • კიდურების მოძრაობის გაიშვიათება;
  • სუსტი რეაქცია ან რეაქციის არარსებობა ხმამაღალ ხმაზე ან მკეთრ შუქზე;
  • ხანგრძლივად და უმიზეზოდ ტირილი;
  • ღებინება და დიარეა (ფაღარათი), რაც იწვევს გაუწყლოებას (დეჰიდრატაციას).

რჩევების გამოწერა

თვალი ადევნე შენი ბავშვის განვითარებას !