ვიზიტზე ჩაწერა

ორსულობამდე

უშვილობის გამომწვევი მიზეზები

უშვილობის გამომწვევი მიზეზები

ქალის უშვილობის გამომწვევი მიზეზი შიძლება იყოს სხვადასხვა ენდოკრინული ანუ ჰორმონული  დარღვევით გამოწვეული ცვლილებებისასქესო ორგანოების ანატომიური თუ ფუნქციური  პათოლოგია  (ფალოპის მილების გამავლობის დარღვევა ან მათი ფუნქციური მდგომარეობის შეცვლა

საშვილოსონოს განვითარების ანომალიის სხვადასხვა სახე). ქალის ორგანიზმში ჰორმონული ცვლის  (მეტაბოლური ცვლისამა თუ იმ დარღვევის შედეგად მწყობრიდან გამოდის შვილოსნობისათვის       ერთ-ერთი ყველზე აუცილებელი რგოლი - ოვულაციის პროცესიოვულაცია განაყოფიერებისათვის ვარგისიკვერცხუჯრედის მომწიფების და საკვერცხიდან მის გამოთავისუფლებას ნიშნავსკვერცხუჯრედთან   სპემატოზოიდის შერწყმა ანუ განაყოფიერების პროცესი სწორედ ფალოპის ანუ კვერცხსავა მილებში  ხდებაამიტომ უცილებელია მათი შეუფერხებელი გამავლობა და ნორმალური ფუნქციონირებაასევე  მნიშვნელოვანია ანატომიურად და ფუნქციურად ნორმალური საშვილოსნოსადაც განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა ანუ ემბრიონმა უნდა დაიდოს ბინა და გამოიზარდოს.

აღსანიშნავია სხადასხვა იმუნოლოგიური ფაქტორით გამოწვეული უშვილობის ესა თუ  ის სახე.

უშვილობის შემთხვევათა დაახლოებით 35 %  მამაკაცის ფაქტორით არის გამოწვეული.

არსებობს აგრეთვე უცნობი გენეზის ანუ იდიოპათიური უშვილობაროდესაც წყვილის საკმაოდ    საფუძვლიანი კვლევის შემდეგაც კი უშვილობის მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.

უშვილობასთან მიმართებაში ასევე უნდა აღინიშნოს სტრესის ფაქტორიადამიანის შვილოსნობისთვის აუცილებელია ყველა რგოლის შეთანხმებული ქმედებარომელსაც აკონტროლებს თავის ტვინის    უმაღლესი ცენტრი  - ჰიპოთალამუსი.  სწორედ ეს ცენტრი  აღიქვამს ყველაზე მტკივნეულად იმ სტრესულ მდგომარეობასრომელშიც იმყოფება წყვილი ყოველი მოსალოდნელიმაგრამ არდამდგარი ორსულობის შემდეგ.  შესაბამისადწყობიდან გამოდის ენდოკრინული სისტემის მარეგულირებელი მექანიზმები და შედეგად უკვე არსებულ ფსიქოგენურ პრობლემებსორგანული ან ფუნქციური დარღვევებიც ემატება.

ჩვენს კლინიკაში ყველა სახის გამოკვლევა ტარდება უშვილობის მიზეზის დასადგენად და    მკურნალობის ყველა მეთოდია დანერგილი ამ მიზეზების აღმოსაფხვრლადამის საშუალებას იძლევა  ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურა და ლაბორატორიაჩვენთან დაორსულებუილი ქალი   ორსულობის მონიტორინგს მსოფლიოს წამყვან კლინიკებში აპრობირებული პროტოკოლებით     გაივლის ორსულობის პირველი დღეებიდან ჩვილის სახლში წაყვანამდე.

 

რჩევების გამოწერა

თვალი ადევნე შენი ბავშვის განვითარებას !